"დიდი ხანია, მის დიდებას შევეგუე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ მარტო ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ დედაჩემი..." - ლეგენდარული რომი შნაიდერის ერთადერთი ქალიშვილი - როგორ გამოიყურება სარა ბიასინი და რას იხსენებს ის დედაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ეტრფოდა - Marao

"დიდი ხანია, მის დიდებას შევეგუე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ მარტო ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ დედაჩემი..." - ლეგენდარული რომი შნაიდერის ერთადერთი ქალიშვილი - როგორ გამოიყურება სარა ბიასინი და რას იხსენებს ის დედაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ეტრფოდა

2024-02-27 15:50:48+04:00

მსახიობი სარა ბიასინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის, გერმანული და ფრანგული კინოს ვარსკვლავის, საკულტო მსახიობის, რომი შნაიდერის ქალიშვილია. სარა ბიასინის წიგნი "ჩემი ღვთაებრივი სილამაზე. რომი შნაიდერი ქალიშვილის თვალით" - სიხარულზე, მწუხარებაზე, წუხილზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - დედაზეა, რომელიც მან ადრეულ ასაკში დაკარგა. რომი შნაიდერზე არაერთი სტატია დაწერილა. ის დღემდე სტილისა და სილამაზის სიმბოლოდ ითვლება, თუმცა სარა ბიასინის თვალით დანახული შნაიდერი, ალბათ, კიდევ უფრო განსხვავებულია. დღეს მისი წიგნიდან ამონარიდებს გაგიზიარებთ:

 

მოგონებები რომი შნაიდერზე 

  • "ბავშვი როცა ხარ, გიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დედა გყავდა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ფილმში მოხვდა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. რა თქმა უნდა, ბავშვობაში მისი ფილმები მაინტერესებდა. მაგრამ, ახლა, უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს, როგორი იყო იმ ასაკში, როცა მამაჩემზე დაქორწინდა, დედაჩემი გახდა, როცა ჩვენი საერთო ისტორია დაიწერა... ბებიამ და ჩემმა ძიძამ გარკვეულ ასაკამდე მისი ფილმები არ მაჩვენეს. ხოლო, როცა ჩავრთეთ, პერიოდულად, ბებიაჩემი და ჩემი ძიძა დგებოდნენ, მერე ისევ ჩემთან მოდიოდნენ, მაკვირდებოდნენ, რას ვგრძნობდი ფილმის ყურებისას. მათი თავშეკავება და ტაქტი მომწონდა. დედაჩემის შეცვლას არავინ ცდილობდა. ის ჩემთან იყო და სულ მიყვარდა... ვუყურებდი ფილმებს და მისით მოჯადოებული ვიყავი. ყველაფერს ერთად ვგრძნობდი - შიშსაც, უხერხულობასაც, მონატრებასაც, ცნობისმოყვარეობასაც...

"ჩემო თოჯინა, დღე, როდესაც შენ აღარ გენდომები, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“ - როგორ დაანგრია რომი შნაიდერის ცხოვრება ალენ დელონის სიყვარულმა 

ფიზიკური ძალადობა, სუიციდის მცდელობა და დიდი ტრაგედია: ალენ დელონის და რომი შნაიდერის ურთიერთობის უცნობი დეტალები 

მამაჩემი მის ფილმებს ვერ უყურებს. ალბათ, დედაჩემის ხმა მისთვის სახეში დარტყმას ჰგავს. ყოველთვის ირიბად ვსაუბრობდით იმაზე, რაც ვიცოდით. არ გვინდოდა იქ შესვლა, რაც ჩვენგან დაფარული იყო. ეს ეხება მის სიკვდილსაც. ამბობენ, რომ უმჯობესია, თუ მშობლების პირად ცხოვრებას არ ჩაუღრმავდებიო. ასეთი მოსაზრება მაწყობს. თავს ვიმშვიდებ, როგორც შემიძლია. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ დედას საკუთარი ქალიშვილი ყველაზე უკეთ იცნობს. დედაჩემი დისერტაციის თემა არ არის. მე მასთან შემიძლია მაშინ დავბრუნდე და ხელახლა აღმოვაჩინო, როცა მომინდება. დედაჩემი ჩემთანაა, ძალიან ახლოს, მაგრამ მისი შეხება, კოცნა არ შემიძლია. ასეთ დროს მინდება, ტელევიზორს დავარტყა. მისი ფოტო ყველგანაა და მისი ფოტოგენური სახეც არასოდეს მშორდება... დიდი ხანია, მის დიდებას შევეგუე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ მარტო ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ დედაჩემი... მაგრამ როცა დავიბადე, ის უკვე ოცდაცხრამეტი წლის იყო. ანუ მან მთელი ცხოვრება ჩემამდე გაატარა. ექსკლუზიურობაზე პრეტენზიის გამოთქმა არ შემიძლია." - წერს სარა ბიასინი.

რომი შნაიდერის დედ-მამა და ბებია და პაპა ცნობილი მსახიობები იყვნენ. ამიტომაც, როდესაც მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა პროფესიის არჩევა გადაწყვიტა, ბევრი არ უფიქრია...რომის სარა ბიასინი 1977 წლის 21 ივლისს მეორე მეუღლისაგან, დანიელ ბიასინისაგან შეეძინა. დანიელი ნიჭიერი სცენარისტი იყო, თუმცა, როგორც დაიწერა, მან რომის საკუთარ მდივანთან უღალატა. ამის შემდეგ, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა, 1981 წლის გაზაფხულზე კი ერთმანეთს დაშორდნენ.

წაიკითხეთ სრულად