ინტერნეტში დიდი ხანია განიხილება, რომ ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ურთიერთობა იდეალურისგან საკმაოდ შორსაა. ცნობილი გახდა, რომ ბენი უკმაყოფილოა ჯენიფერის ახალი დოკუმენტური ფილმით "The Greatest Love Story Never Told", სადაც ლოპესმა გადაწყვიტა მათი სიყვარულის ისტორია მაყურებლისთვის გაეზიარებინა. ბენი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია. ფილმის დასრულება J.Lo-ს $20 მილიონზე მეტი დაუჯდა.
„ბენი თავშეკავებული ადამიანია, თუმცა რთული მისახვედრი არაა, რომ ჯენიფერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მსახიობი ყოველთვის ცდილობდა, პირადი ცხოვრება ცნობისმოყვარე თვალისგან შორს ყოფილიყო.“, - აღნიშნავს ინსაიდერი.
ბენის დიდი უკმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ფილმში ჯენიფერმა მათი სასიყვარულო წერილები გაასაჯაროვა. ზოგიერთი წყარო თვლის, რომ თუ ასე გაგრძელდება, აფლეკი აღარ მოითმენს და განქორწინებას მოითხოვს.
აფლეკის აღშფოთება გასაგებია, რადგან ყველას არ მოსწონს, როდესაც ასეთი ინტიმური დეტალები საჯარო ხდება. მეტიც, მსახიობი მთლიანად ცდილობს თავი შორს დაიჭიროს საზოგადოებისგან და მხოლოდ მეუღლის მხარდასაჭერად ჩნდება წითელ ხალიჩაზე.
ბენი და ჯენიფერი
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წელს, 20-წლიანი განშორების შემდეგ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ და იქორწინეს. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი სიყვარულის ისტორიაც ბევრისთვის შთამაგონებელია. ადამიანებმა კიდევ ერთხელ ირწმუნეს, რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება და გრძნობებს დრო ვერაფერს აკლებს. თუმცა, წყვილის ბედნიერების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა კადრი, სადაც ჩანს, რომ ბენ აფლეკი ჯეილოსთან მოწყენილია, ნაძალადევად იღიმის და სულაც არ არის აღფრთოვანებული იმ ყველაფრით, რაც აქვს. მსგავსი ვიდეოები და ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება და დიდ გამოხმაურებასაც იწვევს.
"ბენი კარგად არის. მასზე ფიქრი არ გჭირდებათ... ნება მომეცით, უბრალოდ გითხრათ, რომ კარგადაა, ბედნიერია და აქ არის, ჩემთან ერთად." - თქვა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, რატომ აკეთებს მედია და საზოგადოება ამას და რატომ ცდილობს, წყვილს შორის უთანხმოება ძალით გამოიგონოს. ვარსკვლავი ამბობს, რომ ბენი ისვენებს და ბედნიერია.