"ანა ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ოც­ნე­ბის ქალი იყო და ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩაო... შალ­ვამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა, ანა კი აღარ გათხოვილა" - ანა კალანდაძისა და შალვა მჭედლიშვილის სიყვარულის საოცარი ისტორია და აქამდე უცნობი ამბავი - Marao

"ანა ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ოც­ნე­ბის ქალი იყო და ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩაო... შალ­ვამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა, ანა კი აღარ გათხოვილა" - ანა კალანდაძისა და შალვა მჭედლიშვილის სიყვარულის საოცარი ისტორია და აქამდე უცნობი ამბავი

2024-02-27 19:36:15+04:00

სიღ­ნა­ღის ბულ­ვა­რის შე­სას­ვლელ­თან, სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლის ძეგლის გვერ­დით, ამ კუ­თხის კი­დევ ერთი სა­ხე­ლო­ვა­ნი შვი­ლის, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი პო­ე­ტის, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლის ბი­უს­ტი დგას. პო­ეტ­მა რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო - პა­ტიმ­რო­ბა, გა­და­სახ­ლე­ბა, წა­მე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გულ­ში სამ­შობ­ლო­სა და ერთი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ნე­ლე­ბია. ეს ქალი დიდი პო­ე­ტი, ანა კა­ლან­და­ძე იყო.

ლი­ა­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, სიღ­ნა­ღის ბიბ­ლი­ო­თე­კის მე­ნე­ჯე­რი:

- სიღ­ნაღ­ში ბა­ტო­ნი შალ­ვას ბი­უს­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­იდ­გა. ერთ ლექსში წერ­და, და­მა­საფ­ლა­ვეთ სიღ­ნა­ღის ბჭეს­თა­ნო. მისი საფ­ლა­ვი თბი­ლის­ში, მა­ხ­ა­თას პან­თე­ონ­შია, მის მშობ­ლი­ურ მხა­რეს კი მისი ბი­უს­ტი ამ­შვე­ნებს. ბევ­რი კი­თხუ­ლობს, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლი ვინ იყოო. გული მწყდე­ბა, რომ ამ დიდ პო­ეტს სა­თა­ნა­დოდ არ იც­ნო­ბენ. მად­ლო­ბა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას", რომ ამ ქვეყ­ნის მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი" - ტრაგიკული ბედი და დაკარგული ქმრის ძიებაში გასული წლები: ქალი, რომელსაც შანდორ პეტეფიმ ყველაზე რომანტიკული ლექსი მიუძღვნა 

ბა­ტონ შალ­ვას­თან ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით. ანა კა­ლან­და­ძი­სა და მისი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ვი­ცო­დით, ამი­ტომ გავ­ბე­დეთ და ერთხელ მას­ზე ვკი­თხეთ. ბა­ტონ­მა შალ­ვამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა გვი­თხრა:

  • ანა ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ოც­ნე­ბის ქალი იყო და ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩა. ისე­თი დიდი იყო, ვე­რას­დროს გა­ი­გებ­და, რო­გო­რი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა მარ­გუ­ნა ღმერ­თმა. ის სხვა იყო და მე სხვა ვი­ყა­ვი. ამი­ტო­მაც დავ­ცილ­დით, მაგ­რამ ჩემს გულ­ში მისი სიყ­ვა­რუ­ლი დღემ­დე ან­თი­აო.

"სად მე და სად ისო", - ასე ამ­ბობ­და ანას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ. ეს გან­წყო­ბა ბა­ტონ­მა შალ­ვამ ლექსშიც გად­მოს­ცა: "ისე გაგშორ­დი, ვერც კი გიმ­ღე­რე, ცამ ია­დო­ნის არ მომ­ცა ენა! ნე­ტავ, ძვირ­ფა­სო, სიკ­ვდი­ლის მერე ჩვენ ერთ ყვა­ვი­ლად აღ­მოგ­ვა­ცე­ნა".

უარი ბალანჩინის ცოლობაზე და თანამშრომლობა ჰოლივუდის ლეგენდებთან - თამარ თუმანიშვილი: ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბალერინას უცნობი ისტორია 

  • მათ სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ტონ­მა შალ­ვამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა და სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ანა კი აღარ გა­თხო­ვი­ლა.

ანა კა­ლან­და­ძის ჩა­ნა­წე­რებ­სა თუ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში დიდ­ხანს ვე­ძე­ბე ამ წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რი ვნა­ხე. ანა კა­ლან­და­ძე მის დას­თან მე­გობ­რობ­და. მა­ნა­ნა კა­კა­ბა­ძე პო­ე­ტის სიყ­ვა­რულ­ზე წერ­და: "ანა არ იყო არც გან­სა­კუთ­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი, არც გან­სა­კუთ­რე­ბით უბე­დუ­რი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა იშ­ვი­ა­თად ეწყო­ბა კარ­გად. გა­თხოვ­და ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მისი მე­უღ­ლე, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, არ იყო ცუდი ადა­მი­ა­ნი, გა­და­ნა­სახ­ლე­ბი გახ­ლდათ და თვი­თო­ნაც პო­ე­ტი იყო. მო­მა­ვალ­ში მას სხვა ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ ანას აღ­მერ­თებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ანას, ის მას არას­დროს ახ­სე­ნებ­და".

"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა? 

  • რო­გორც ჩანს, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში და­ი­მარ­ხეს.

წაიკითხეთ სრულად