რუსკა ტელეეკრანებზე პირველად 2012 წელს, "საქართველოს ბანკის" რეკლამაში გამოჩნდა. ამას მოჰყვა ფილმი "ოცნების ქალაქი". ყველაზე დიდი პოპულარობა კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" შესრულებულმა ანჩოს როლმა მოუტანა.
რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
"16 წლის წინ" - რუსკა მაყაშვილი ძველ ფოტოებს აქვეყნებს: როგორ გამოიყურებოდა მსახიობი წლების წინ
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს, ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ" - ამბობდა რუსკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად რუსკა "ინსტაგრამზე" ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ელიზბარი რუსკა და ნინუცა მაყაშვილების უმცროსი ძმაა, რომელიც, მიუხედავად ცნობილი ოჯახისა, ეკრანებსა და სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება. როგორც ცნობილია, მაყაშვილების ოჯახში თითქმის ყველა მსახიობია, ელიზბარი კი ჯერ სკოლის მოსწავლეა და გააგრძელებს თუ არა დედისა და დების გზას, უცნობია.