სულ ცოტა ხნის წინ 29 წლის ნურ ალფალამ 83 წლის ალ პაჩინოსგან შვილი გააჩინა. მსახიობს თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, რომ ბავშვის მამა ნამდვილად თავად იყო. ამიტომ დნმ-ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამ ფაქტისა, წყვილმა ოჯახური ცხოვრების გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და ერთმანეთს დაშორდა. რამდენიმე დღის წინ კი წყვილი პაპარაცებმა კვლავ ერთად დააფიქსირეს, როცა ისინი ბევერლი-ჰილსზე მდებარე პრესტიჟულ რესტორან Cipriani-ში მიდიოდნენ.
ალ პაჩინო 29 წლის შეყვარებულს მათი საერთო შვილის დაბადებიდან სამი თვის შემდეგ დაშორდა
ალ პაჩინო და ნურ ალფალა ერთმანეთს 2022 წლის აპრილიდან ხვდებოდნენ. მათზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა თავად წყვილს ასაკობრივი სხვაობა არ აწუხებდა. ალფალას ორსულობა კი ნამდვილი შოკი იყო. მსახიობს უკვე ჰყავდა 22 წლის ტყუპი, ოლივია და ანტონი და 33 წლის ჯული. როგორც ჩანს, ის მეოთხე შვილისთვის მზად არ იყო და არ სჯეროდა, რომ მამა თავად იყო. ამის მიზეზად კი რამდენიმე სამედიცინო პროცედურას ასახელებდა, თუმცა მას ბედმა კიდევ ერთი შვილი აჩუქა. 30 წლის ნურ ალფალაჰი ბუნებრივი გზით დაფეხმძიმდა. მათ ვაჟს რომანი დაარქვეს.
ალ პაჩინო, ანუ ალფრედო ჯეიმს პაჩინო, 1940 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინოები, ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო. დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმზ ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავისი რესტორანი, სახელწოდებით „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.
1971 წელს ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი მაფიოზურ ფილმ „ნათლიაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა „სერპიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათლია II“-ში. 1974-75 წლებში მან ითამაშა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო "ოქროს გლობუსი". 1970-იან წლებში მან მიიღო "ოსკარის" ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლია III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. მოგვიანებით მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის "რიჩარდ III".
მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში „ზღვით მგზავრობა“ და „ავტორი! ავტორი!“, საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს ბრაიან დე პალმას ფილმში "ნაიარევი სახე" ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ალ პაჩინომ ამ ფილმისთვის მიიღო "ოქროს გლობუსის" ნომინაცია.
ალ პაჩინომ მიიღო "ოსკარის" ნომინაცია ფილმისთვის „დიკ ტრეისი“. 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში „ფრენკი და ჯონი“ და კვლავ მიიღო "ოსკარის" ნომინაცია. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში „ქალის სურნელი“. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: „კარლიტოს გზა“ (1993), „დონი ბრასკო“ (1997), „ჩვენიანი“ (1999) და „უძილობა“ (2002).
2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში „ვენეციელი ვაჭარი“, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმში „ოუშენის ცამეტი მეგობარი“, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.
ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონეს როლში, ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე, ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. ალ პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული.