საქართველოს "ევროვიზია 2024"-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამის შესახენ ინფორმაცია Eurovision Georgia • 1tv.ge-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე
"ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო" - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
"ასე მღერის ნუცა, როცა შეყვარებულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში
- ნუცა ბუზალაძე ქართველი მომღერალი, კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებულია.
ნუცა ბუზალაძის ბიოგრაფია
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ „მართვეში“;შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცამ მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ ჯორჯიას შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ქართველი ვარსკვლავი სამუელ ელ ჯექსონისა და ანჯელა ბასეტის გვერდით - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა.იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
"მსგავსი იდეა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ და კონცერტი გავმართოთ ერთად" - ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩიზე საუბრობს
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარსდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა „In My Dreams“ შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ამჯერად კი ნუცა სოციალურ ქსელში ახალ კდრებს აქვეყნებს და ვარდისფერ კაბაში პოზირებს. "გახსოვდეთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება”, – წერს ნუცა და ულამაზესი თაიგულის ფოტოს გვიზიარებს.