"გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და საქმეს ვაკეთებო... დედა ყველაფერია" - მარიკა ბაკურაძე უსინათლო დედისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ - Marao

"გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და საქმეს ვაკეთებო... დედა ყველაფერია" - მარიკა ბაკურაძე უსინათლო დედისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ

2024-02-28 14:13:07+04:00

რა არის გლაუკომა

გლა­უ­კო­მა თვა­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც პე­რი­ო­დუ­ლად იზ­რდე­ბა თვა­ლის წნე­ვა, ზი­ან­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვი და უა­რეს­დე­ბა თვა­ლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ ცუ­დად ხე­დავს, შემ­დეგ ერ­ღვე­ვა მხედ­ვე­ლო­ბა, თან­და­თან უმ­ცირ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ველი... სა­ბო­ლო­ოდ კი საქ­მე სრულ და გა­ნუ­კურ­ნე­ბელ სიბრმა­ვემ­დე მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბი­სა, გლა­უ­კო­მა ჯან­დაც­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა.

ნუნუ ჭელიძე

ნუნუ ჭე­ლი­ძე პი­ა­ნის­ტია და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი. მან ამ დი­აგ­ნო­ზით მხედ­ვე­ლო­ბა სრუ­ლად და­კარ­გა. ეს არ იყო უე­ცა­რი ამ­ბა­ვი, ამ დი­აგ­ნოზს თით­ქმის 12 წელი მკურ­ნა­ლობ­და.

"შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო დი­აგ­ნო­ზის დას­მა, მაგ­რამ გა­ვი­გე თუ არა, მუდ­მი­ვად მქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ვი­ზი­ტი ექი­მებ­თან და ვმკურ­ნა­ლობ­დი, რო­გორც მკარ­ნა­ხობ­დნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მხედ­ვე­ლო­ბა 12 წელი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე და სა­ბო­ლო­ოდ, სამი წე­ლია, რაც მთლი­ა­ნად დავ­კარ­გე. ახ­ლაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ღარ ვხე­დავ, და­ნიშ­ნუ­ლი მაქვს თვა­ლის წვე­თე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უნდა ჩა­ვიწ­ვე­თო... სა­ერ­თოდ გლა­უ­კო­მის პირ­ვე­ლა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია თვა­ლის წნე­ვის ამაღ­ლე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ნუნუ ჭე­ლი­ძე.  ის ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის დე­დაა.

„ადამიანები მეგობრებად მიგაჩნია და უცებ ხედავ, ხმას არ გცემენ, გსჯიან იმის გამო, რომ არ რაღაცაში არ გეთანხმებიან“ - მარიკა ბაკურაძე 

მარიკა ბაკურაძის დედა 

მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, ნუნუ ჭე­ლი­ძის შვი­ლი:- დე­დამ თქვა, რომ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ უნდა ჩა­ვარ­დეო. მეც რა­ღაც ასე­თი ტიპი ვარ, ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. თუ ერთი შან­სიც გაქვს, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო. ბო­ლომ­დე უნდა ვიბ­რძო­ლო, ბო­ლომ­დე ასე­თი გან­წყო­ბა მაქვს. როცა თა­ვი­დან დი­აგ­ნო­ზი გა­ვი­გეთ, ჩემს მე­ო­რე შვილ­ზე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. რე­ა­ლუ­რად ვერც კი და­ვი­ჯე­რე, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ყვე­ლა შან­სი, რაც კი არ­სე­ბობს, უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, კლი­ნი­კე­ბი, სა­დაც მე­დი­ცი­ნა მო­წი­ნა­ვე სა­ფე­ხურ­ზეა... მერე ნელ-ნელა ვა­რი­ან­ტე­ბი რომ გა­მო­ი­რი­ცხა, აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა და მხედ­ვე­ლო­ბის დაკ­ლე­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დი­ო­და.

ამას რო­გორ უნდა შე­ე­გუო? მაგ­რამ თით­ქოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ჩაჯ­და, მაგ­რამ მა­ინც არ მე­გო­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მახ­სოვს, 2 წლით ადრე, სა­ნამ მხედ­ვე­ლო­ბას მთლი­ა­ნად და­კარ­გავ­და, ერთ-ერ­თმა ექიმ­მა რა­ღაც წა­მალ­ზე მი­უ­თი­თა, უნდა გა­ი­კე­თო, ცოტა უნდა მო­ინ­დო­მო ქალ­ბა­ტო­ნო, თო­რემ ერთ წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი გახ­დე­თო. კი გა­ვი­ფიქ­რე, ეს კაცი რა უხე­შად ლა­პა­რა­კობს-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მარ­თლა აქამ­დე მი­ვე­დით. დე­და­ჩე­მი ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი რომ არ არის, ეს მისი მონ­დო­მე­ბის შე­დე­გია.

 

- თა­ვად რას აბ­რა­ლებთ, მა­რი­კა?

- ამ ყვე­ლა­ფერს უფრო კო­რო­ნა­ვირუსს ვაბ­რა­ლებ. იმი­ტომ კი არა, რომ უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნავირუ­სი ჰქონ­და, გა­მო­კეტ­ვამ ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა. მა­ნამ­დე ვა­ხერ­ხებ­დით, რომ ხში­რად გა­რეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა, ხე­ლის მო­კი­დე­ბით, სივ­რცის აღ­ქმა, მზე, გა­რეთ გა­ნა­თე­ბა მა­ინც სხვა რა­მეა, ვიდ­რე სახ­ლში ერ­თნა­ი­რი შუქი, რაც უნდა ფან­ჯრე­ბი იყოს და აი­ვა­ნი გქონ­დეს. იმ ჩა­კე­ტი­ლო­ბამ ის მას­შტა­ბე­ბი შე­უ­ზღუ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ რე­ა­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი და ნელ-ნელა ვხე­დავ­დი, მხედ­ვე­ლო­ბა რო­გორ აკ­ლდე­ბო­და, ბო­ლოს მხო­ლოდ სი­ლუ­ე­ტებს ხე­დავ­და...

მახ­სოვს ის დღე, როცა ამ რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა. მე და ჩემი შვი­ლე­ბი სახ­ლში ვი­ყა­ვით. ოთა­ხებს შო­რის გვაქვს გა­მა­ვა­ლი ბოძი, უცებ ამ ბოძს და­ე­ჯა­ხა. რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი და რო­გორც მივ­ხვდი, არ უნ­დო­და ამის აღი­ა­რე­ბა. მე­ო­რე დღეა სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვხე­და­ვო... ცივი წყა­ლი რომ გა­და­გას­ხან, ასე­თი ემო­ცია მქონ­და. ბავ­შვე­ბი ად­გილ­ზე გა­შეშ­დნენ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა არ ვი­ცო­დი, რა უნდა მეთ­ქვა. მერე, მოდი, კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თოთ-მეთ­ქი და ჩა­ვუ­ტა­რე ის ოპე­რა­ცია, თუმ­ცა არა­ფერს აზრი აღარ ჰქონ­და...

- რო­გორც გა­ირ­კვა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბევრ საქ­მეს აკე­თებს...

- დიახ, დედა რომ არ იყოს, რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და... შე­იძ­ლე­ბა იმის ბრა­ლია, ნელ-ნელა რომ აკ­ლდე­ბო­და მხედ­ვე­ლო­ბა, ადაპ­ტა­ცია შეძ­ლო. ამას მისი შე­მარ­თე­ბა ემა­ტე­ბა, რომ ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნიო. გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და ჩემს რე­ჟიმს მა­ინც ვაგ­რძე­ლე­ბო. უნდა იგ­რძნო, რომ სა­ჭი­რო ხარ და გა­მო­სა­დე­გიო. ჩვენს სახ­ლში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ დედა ნამ­დვი­ლად გრძნობს, რომ სა­ჭი­როა. ბავ­შვებს ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ, ჩემი სამ­სა­ხუ­რის გამო, სულ გა­სუ­ლი ვარ, სახ­ლში ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ვერ ვდი­ა­სახ­ლი­სობ. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი დე­დაა. ბავ­შვე­ბი სახ­ლში რა­ი­მე ნივთს თუ კარ­გა­ვენ, დედა პო­უ­ლობს... საჭ­მლის გა­კე­თე­ბა, სა­რე­ცხი, სახ­ლის და­ლა­გე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აუ­დის. ბავ­შვე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, „ტიკ-ტოკი“ უნდა გა­ვა­კე­თოთ და ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­გი­ღოთ, ამ­დენ საქ­მეს ასე რომ აკე­თე­ბო. მე­ო­თხე წელი მი­დის და ამ დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, თურ­მე რამ­დე­ნი რა­ღაც შეგ­ვიძ­ლია და არ ვი­ცით. მერე ამ დროს სმე­ნა რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხმით ბევრ რა­მეს აფა­სებს და აღიქ­ვამს.

წაიკითხეთ სრულად