"რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში; განა ეს არაფერს არ ნიშნავს?" - ნინო სურგულაძის მიმართვა - Marao

"რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში; განა ეს არაფერს არ ნიშნავს?" - ნინო სურგულაძის მიმართვა

2024-02-28 16:59:09+04:00

"ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რამხელა სიმდიდრის პატრონია! ჯერ ასეთი ლამაზი და განსხვავებული ბუნება ამ პატარა ტერიტორიაზე; ევროპის დასაწყისი – პირველი ევროპელები ხომ აქ აღმოაჩინეს (ზეზვა და მზია); კოლხი მედეა, ვისგანაც მედიცინა წამოვიდა; მინერალური წყლები და თვითონ სასმელი წყალი საოცარი; ხორბალი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის ოდითგანვე; ღვინო – უძველესი ღვინის 600 ჯიში სწორედ აქედან მოდის.

ჩვენი ხალხური მუსიკა უძველესი და ცეკვა, გალობა… ასე განსხვავებული და საოცარი, პოლიფონია ურთულესი; ამდენი დიალექტი ამ პატარა საქართველოში და ყველა პატარა კუთხეს ხომ თავისი აქვს სამზარეულოც, მუსიკაც, ტრადიციაც და ბევრი სხვა რამ, არ არის განა გასაოცარი?

  • ამდენი ისტორიული ძეგლი (რაც შემოგვრჩა ამდენი მტრის შემოსევის შემდეგ), ასეთი ლიტერატურა და პოეზია, მხატვრობა, თეატრი, კინო, ბალეტი, საოპერო ტრადიცია და ნაწარმოებები, ამდენი ტაძარი… ქრისტიანობის დიდი მაგალითები.

ან გასაოცარი არ არის, როგორ გადავრჩით, როგორ დავამარცხეთ და გავუძელით საუკუნეების მანძილზე უამრავ მტერს და მომხვდურს? როგორ გავძლიერდით და მოვედით აქამდე? რამდენი გამორჩეული მეფე და დედოფალი, დიდი წმინდანები, გმირები… ჩვენი დამწერლობა, რუსთაველი და მსოფლიო მასშტაბის არაერთი გენიოსი. ქვეყანა, სადაც ადამიანი არასოდეს იდევნებოდა და არც ახლა იდევნება თავისი რელიგიის თუ წარმომავლობის გამო. ბევრია ასეთი ტოლერანტობის ისტორიული მაგალითები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

ვიდეო: "სხვანარად არც შეიძლებოდა..." - ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები "ალილოს" ასრულებენ 

საოცარი აღმოჩენები, მეცნიერული მიღწევები, უნიჭიერესი ხელოვანები, მიმობნეული მარგალიტებივით მთელ მსოფლიოში; სპორტსმენები, ექიმები, მწერლები, მოჭადრაკეები, მეცნიერები!

რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში. განა ეს არაფერს არ ნიშნავს? განა ეს არ არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ქვეყანა? არის და მერე როგორ და არა იმიტომ, რომ ჩვენია!

  • ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ყველგან, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და წარმომავლობა, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, განუმეორებელს და უნიკალურს.

უნდა გავუფრთხილდეთ ამ საოცარ ქვეყანას, საქართველოს და მასში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო საოცარ ქართველებს! ჩვენ ამით ვართ პირველ რიგში ქართველები და შემდგომ მდიდრები! ეს ქვეყანა იმსახურებს ბედნიერებას, გაბრწყინებას და გამთლიანებას!” - წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში. 

ნინო სურგულაძის ბიოგრაფია 

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია" - რას ჰყვება ნინო სურგულაძე საკუთარი ბავშვობის, მეუღლისა და შვილების შესახებ 

„ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” - ამბობდა ნინო. როგორც მან განმარტა, მომავალ მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა ახლო ურთიერთობა ბოლო წლებში ჩამოუყალიბდათ და ერთად ცხოვრება ძალიან მალე, სამ თვეში გადაწყვიტეს.

ნინო სურგულაძის რჩეული ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია. წყვილს 2020 წლის ივნისში ტყუპი, ზაქარია და ნატალია შეეძინა:

სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის...“ - წერდა მომღერალი.

„მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი... დამირეკა, ნინო, მოდი, შენ უნდა იყო ამ საღამოს ჩემთანო; გული გადამიქანდა...“ - ნინო სურგულაძისა და სოფიკო ჭიაურელის აქამდე უცნობი ისტორია 

მას შემდეგ ნინო მთლიანად ოჯახურ ცხოვრებასა და შვილებზე გადაერთო, რაც მის სოციალურ ქსელზეც აისახა - მომღერალი ახლა ყველაზე ხშირად სწორედ ტყუპის ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებს, გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან კი უამრავ დადებით კომენტარს იღებს.  ხშირად აღნიშნავენ, რომ ნატალიაც და ზაქარიაც ძალიან ჰგვანან დედას.