ნინი ბრეგვაძე აშშ-ის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში დაუკრავს - რას წერს მომღერალი - Marao

ნინი ბრეგვაძის მორიგი დიდი წარმატება აშშ-ში - რას წერს ქართველი მომღერალი

2024-02-29 10:45:27+04:00

ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. 

"საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.

ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.

 ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური... ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე... მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.

ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა... ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.

როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.

ნინი The Voice-ის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – მომღერალი კონკურსს გამოეთიშა. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თავის მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა:

„დე, ისე ძალიან მიყვარხარ... დედამ გამზარდა დამოუკიდებელი, სამართლიანი; მამაჩემისგან ვისწავლე მიზანდასახულობა" - ნინი ბრეგვაძე დედას ემოციურ პოსტს უძღვნის 

„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა; ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.." - რა უთხრა მწვრთნელმა ნინი ბრეგვაძეს პროექტის დატოვების შემდეგ და რას იხსენებს თავად მომღერალი 

„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მწვრთნელობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება!“, – წერდა ნინი ბრეგვაძე.

კონკურსის დატოვებასა და სამომავლო გეგმებზე ნინიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა: 

„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, არა მარტო ქართველებისგან და საქართველოდან, არამედ აქ მცხოვრებლებისგანაც.

ხალხი, რომელიც პროექტს უყურებს და ამესიჯებს, ალბათ,  სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით. კმაყოფილი ვარ იმ პერფორმანსებით, რაც დავდე. ამ პროექტში ძალიან ხშირად ხდება მსგავსი რამ. კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს.

ჩემს მწვრთნელს, ნაელს, ძალიან ეწყინა, რომ დავტოვე პროექტი. როდესაც კამერები არ გვიღებდნენ, ცოტა ვისაუბრეთ და მან აღნიშნა, რომ  დასწყდა გული და მითხრა, რომ შეეცდება, მაქსიმალურად დამეხმაროს, რომ სწორი ადამიანები ვიპოვო და ჩემი საქმე გავაკეთო“. – ამბობს ნინი.

როგორც ცნობილია, ნინი მალე აშშ-ის ერთ-ერთ კაფეში იმღერებს: ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:

  • ,,8 წლის წინ, როდესაც ნიუ-იორკში ოცნებების ასახდენად ჩამოვედი, მალევე მივაგენი ,,კაფე ვას” , სადაც ყოველთვის კარგი, ცინცხალი მუსიკა იკვრება. ახლა კი ამ ისტორიულ სცენაზე მალე საკუთარ კომპოზიციებს შევასრულებ. სცენაზე, სადაც ლეგენდარულ ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანს, ჯენის ჯოპლინს და სხვებს დაუკრავთ.