რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის პროფესიით მსახიობია და წლების მანძილზე თამაშობდა რუსთაველის თეატრში, ახლა კი უფრო ტელეეკრანზე ჩანს და წარმატებული ინფლუენსერიცაა. ის არაერთ დიდ თუ პატარა კომპანიასთან თანამშრომლობს და გამომწერებს ხშირად აძლევს სასარგებლო რჩევებს.
ცოტა ხნის წინ რუსკამ საჯაროდ ისაურა იმის შესახებ, რომ ის ხშირად იღებს "შენიშვნებს" გარეგნობის, კონკრეტულად კი, სიგამხდრის გამო.
"მართლა დავიღალე. ერთადერთი კომენტარი, რაც მაღიზიანებს, არის - "რუსკა, რატომ ხარ გამხდარი? არ ჭამ საჭმელს?" ხალხო, მომისმინეთ! 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ადამიანს მიუთითო, ჭამოს ან არ ჭამოს. 37 წელია, ვარ გამხდარი ადამიანი, წელს რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე? თავს ვგრძნობ კარგად, ჯანსაღად, მომწონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგწონთ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ ნუ წაუღებთ ტვინს სხვებს, ძალიან დამღლელია და თან ადამიანი კომპლექსდება იმაზე, რომ გამხდარია. იმიტომ ვარ გამხდარი, რომ თავს ვგრძნობ გადასარევად და მომწონს ჩემი თავი ასე. დაგვანებეთ თავი, დამაგლიჯეთ ნერვები" - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც უტაქტო კომენტარების ავტორებისთვის ჩაწერა. ამჯერად კი მან საკუთარი გარეგნობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამჯერად გამომწერებს კითხვით მიმართა, მოსწონთ თუ არა მისი ცხვირი.
რუსკა ტელეეკრანებზე პირველად 2012 წელს, "საქართველოს ბანკის" რეკლამაში გამოჩნდა. ამას მოჰყვა ფილმი "ოცნების ქალაქი". ყველაზე დიდი პოპულარობა კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" შესრულებულმა ანჩოს როლმა მოუტანა.
ამჯერად რუსკა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს: "დღეს პანიკაა ჩემს ცხვირზე... მოგწონთ? როგორც იქნა, ჰოდა, ძალიან კარგი" - წერს რუსკა.
"16 წლის წინ" - რუსკა მაყაშვილი ძველ ფოტოებს აქვეყნებს: როგორ გამოიყურებოდა მსახიობი წლების წინ
რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.