ქართულ შოუბიზნესში ხშირად გვხვდებიან ერთი ოჯახის წარმომადგენელი ცნობილი სახეები, რომლებიც ერთსა და იმავე ან სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ.
ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი დების ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
ცნობილი მშობლების ცნობილი შვილები - ვინ არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველი ახალგაზრდები,
"უცებ ლიკა წამოხტა, რას ლაპარაკობ, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო" - ლიკა ქავჟარაძის უცნობი ისტორია
თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
ლიკას და ანის კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, დების სილამაზე შეუმჩნეველი არავის დარჩენია. სამოდელო სფეროს პარალელურად, გოგონებმა მალევე დაიწყეს მოღვაწეობა სატელევიზიო სივრცეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ტელეწამყვანის და შოუს წამყვანის პოზიციებს იკავებდნენ.
ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებიც ასევე ცნობილი ოჯახის შვილები არიან - მამა - ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, დედა კი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე. ნანუკა გოგიჩაიშვილი საზოგადოებამ "მის საქართველოდან" გაიცნო. შემდეგ მან საკუთარი ძალები ტელეწამყვანის ამპლუაში, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში მოსინჯა. ნინის პოპულარობა სხვა ტელეკომპანიამ - GDS-მა მოუტანა.
ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს
2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. თაკომ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა.
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.