უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია - აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი - იტალიელი მხატვარი.
- მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, რომელიც 2004 წლის 12 სექტემბერს რომში დაიბადა, ნამდვილად მზადაა დედის გზა ღირსეულად გააგრძელოს.
ცნობილი მშობლების შვილები მოდის კვირეულზე - დევა კასელი, ლილა მოსი, ნატალი ბრაიანტი და გრეის ბერნსი პოდიუმს იპყრობენ
რატომ მალავენ მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი უმცროს ქალიშვილს - ვინ არის ლეონ კასელი და როგორ გამოიყურება ის
მას ჰყავს უმცროსი და, ლეონი და უმცროსი ნახევარდა, ამაზონი, მამისა და მისი ახალი მეუღლის, თინა კუნაკის ქალიშვილი. დევა გაიზარდა იტალიაში, მაგრამ მშობლებთან ერთად ევროპაში ბევრს მოგზაურობდა. ბოლო დროს კი პარიზში ცხოვრობს. დევა თავისუფლად ფლობს სამ ენას: იტალიურს, ფრანგულს და ინგლისურს. გოგონა უმეტესად სამოდელო კარიერაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს იტალიურ ბრენდთან Dolce & Gabbana, რომლის სახე ოდესღაც დედამისი, მონიკა ბელუჩი იყო. დევა სამსახიობო კარიერის დაწყებასაც გეგმავს. ცნობილია, რომ მან უკვე მიიღო პირველი როლი იტალიელი რეჟისორის, ლაურა ლუჩეტის დრამაში „ლამაზი ზაფხული“.
დევა კასელი 15 წლის იყო, როცა მოდელ ლუკა სალანდრასთან ურთიერთობა დაიწყო. შეყვარებულები სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ და დევამ ახალი სიყვარულის პოვნა უკვე შეძლო - მისი ახალი რჩეული მსახიობი საულ ნანია. საულის მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმია Under the Riccione Sun.
ამჯერად დევა "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს ავრცელებს: ყველა აღნიშნავს, რომ ის ძალიან ჰგავს დედას: