"კი, ლე­ვა­ნი არის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა... ჩემი დიდი იმე­დი და საყ­რდე­ნია, ემო­ცი­უ­რად და მისი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თაც მიყ­ვარს და მომ­წონს... " - ანა ტყებუჩავა "ნინას", მეუღლის, ოჯახისა და ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ - Marao

"კი, ლე­ვა­ნი არის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა... ჩემი დიდი იმე­დი და საყ­რდე­ნია, ემო­ცი­უ­რად და მისი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თაც მიყ­ვარს და მომ­წონს... " - ანა ტყებუჩავა "ნინას", მეუღლის, ოჯახისა და ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ

2024-03-01 16:45:35+04:00

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის,  "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში სცნო­ბენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

სე­რი­ა­ლის მან­ძილ­ზე მის­მა გმირ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და. ანა ნი­ნას თა­ნა­უგ­რძნობს, თუმ­ცა რა­ღა­ცებ­შიც არ ეთან­ხმე­ბა.

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ამ­ჯე­რად მო­რი­გი ტაიმ-აუ­ტის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ით არ­ხმა შე­ა­ჩე­რა პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი "ჩცდ"-ს ეთერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ისევ იხი­ლავს. 

"სამი ოქროს წესი მაქვს და ვერ ვგრძნობ, რომ 40 წლის ვარ, თავი 25 წლის მგონია" - ანა ტყებუჩავას სამი რჩევა ქალებს იდეალური ფორმისა და საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის 

სე­რი­ა­ლი

- ვცდი­ლობ დის­ტან­ცი­რე­ბას ისე­თი რა­ღა­ცე­ბის­გან, რა­შიც ვერ ვერ­კვე­ვი. მსა­ხი­ო­ბე­ბი არ ვართ ჩარ­თუ­ლი ამ ფი­ნან­სურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. დი­რექ­ტო­რი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი ჩვენ­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ... თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ეს სე­რი­ა­ლი შვი­ლი­ვით არის. ამი­ტომ, რო­გორც უნდა იყოს, ბო­ლომ­დე მის გვერ­დში ვიქ­ნე­ბი და უან­გა­როდ მეყ­ვა­რე­ბა. მან ბევ­რი კარ­გი რამ მომ­ცა - ხალ­ხს აბედ­ნი­ე­რებს. 12 წე­ლია, არ­სე­ბობს და, რა თქმა უნდა, ვი­ღაც ნა­წყე­ნიც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ჩემ­თვის ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი წუთი, სი­ხა­რუ­ლი აქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მისი და­ხურ­ვა იქ­ნე­ბა თუ და­პა­უ­ზე­ბა, - რთუ­ლია.

შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მით ხალ­ხი რომ შე­გიყ­ვა­რებს, დიდი გა­მარ­თლე­ბაა. იმე­დი გვაქვს, რომ სე­რი­ა­ლი ისევ იქ­ნე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა... ან ისე იქ­ნე­ბა, ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლე­ბის სე­ზო­ნებს რომ ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე...

ამ პრო­ექ­ტზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მთე­ლი სა­წარ­მოა... თა­ვი­დან სა­ერ­თოდ არ გვი­ფიქ­რია, ამ­დენ ხანს თუ იარ­სე­ბებ­და. წლე­ბის მერე კი რამ­დენ­ჯერ­მე დავ­მდგარ­ვართ ასე­თი "გა­ჩე­რე­ბის" წი­ნა­შე და დავ­სევ­დი­ა­ნე­ბულ­ვართ, მაგ­რამ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ისე, პირ­ვე­ლი „გა­ჩე­რე­ბა“ ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო... მოკ­ლედ, ყო­ველ ასეთ ჯერ­ზე ვამ­ბობ­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­შო­რე­ბას ჰგავს-მეთქი. ამ­ჯე­რად გვი­თხრეს, რომ მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, „და­ქა­ლე­ბი“ ეთერ­ში გა­ვი­დეს. ძი­რი­თა­დად, და­ფი­ნან­სე­ბე­ბის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა ხოლ­მე. არხს ახ­ლაც ეს პრობ­ლე­მა აქვს.

 

"მახ­სოვს, მა­შინ ვი­ფიქ­რე, ეს თუ ასე ექ­ცე­ვა ქა­ლებს, რო­გორც მე, სა­ო­ცა­რი მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლა-მეთ­ქი..." - ანა ტყებუჩავა მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ 

"ნი­ნას გმი­რი ჩემ­თვის რო­ლია"

- ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი...

 

„მონატრებული შეხვედრა’ - მსახიობი ანა ტყებუჩავა „ჩცდ“- ის მსახიობებთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს 

პო­პუ­ლა­რო­ბა

- ისეთ დროს ვუც­ნი­ვარ, რომ სა­ერ­თოდ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ქუ­ჩა­ში მი­დი­ხარ და მო­გა­ძა­ხე­ბენ, რომ უყ­ვარ­ხარ, გი­ღი­მი­ან. ამ დროს გრძნობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქოს შენი ნაც­ნო­ბია, ყვე­ლას ნა­წი­ლი ხარ. ქურ­თუ­კი, სათ­ვა­ლე, თავ­დახ­რი­ლი გავ­ლა, არ არ­სე­ბობს, ხმით მა­ინც მცნო­ბენ. უკი­თხავთ - არ გა­წუ­ხე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ფო­ტოს რომ იღე­ბე­ნო? არ მა­წუ­ხე­ბენ. თუ ამით შე­მიძ­ლია ხალ­ხს მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტო, მი­ვე­სალ­მო და ფოტო გა­ვი­ღო, რო­გო­რი უმა­დუ­რი და უტაქ­ტო უნდა ვიყო, რომ უარი ვუ­თხრა. ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, გა­რეთ რომ გა­დი­ხარ, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნდა იყოო. ხომ ვი­ცით, რომ ეს ყო­ველ­თვის არ ხერ­ხდე­ბა, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც რა უნდა მო­ვა­ტყუ­ოთ? ჩვენ ხომ ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგ­ჯერ წყა­ლი არ არის და ვერ მო­წეს­რიგ­დე­ბი, ზოგ­ჯერ რა­ღაც გიშ­ლის ხელს, შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­ში­დან მო­დი­ხარ. ქუ­ჩა­ში მა­კი­ა­ჟით სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, ამა­ზეც არ მაქვს რა­ღაც გარ­თუ­ლე­ბა. ვი­მე­ო­რებ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ასე თვლის, რომ ყო­ველდღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, მაგ­რამ ეს სწო­რი არ მგო­ნია. ეს მიდ­გო­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად არ უნდა იქ­ცეს. ქუ­ჩა­ში თა­მაშს ვერ და­ვი­წყებ, რომ ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლია, იდე­ა­ლუ­რად და კარ­გად არის, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. მეც დი­ლე­მე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში.

წაიკითხეთ სრულად