„დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.
"როდესაც რაღაც ნაბიჯს ვდგამ, აუცილებლად ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, მე ხომ ოჯახის სარკე ვარ" - ვიტალი დარასელიას შვილიშვილის, უმშვენიერესი ლიზი დარასელიას საინტერესო ცხოვრება და ოჯახური ამბები
ვინ იყო ულამაზესი ექიმი, რომელსაც მურმან ლებანიძემ ცნობილი ლექსი მიუძღვნა
ზოგიერთ ქვეყანაში ამ დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თანამედროვე ამერიკული „დედის დღის" აღნიშვნა დაიწყეს XX საუკუნის დასაწყისში. ანა ჯარვისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები 1910 წელს წარმატებით დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას შემდეგ დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველწლიურად, მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.
რასაკვირველია, ეს დღე ქართველმა სელებრითებმაც აღნიშნეს და დედებთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარეს:
შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა ეკა ხოფერიამ: "ყველაზე ლამაზი დღე" - დაწერა მან.
დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს გვანცა დარასელია: ნატალია ღეჩუაშვილი პროფესიით ექიმია.
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.
3 მარტი დედას ზურიკო დავითაშვილმაც მიულოცა: ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.
დედის დღე აღნიშნა თაკო ჩხეიძემაც და დედასთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა:
დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა თათა გიორგობიანმაც: დედისა და შვილის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური კავშირი მუცლიდანვე იწყება. ბავშვი ჩასახვიდანვე გრძნობს ყველაფრის, რასაც განიცდის დედა. და მაშინაც კი, როცა ფიზიკური გამოცალკევება ხდება, გარკვეულ ჯანსაღ დონეზე, ემოციური ბმა - სამუდამოა" - წერს თათა გიორგობიანი.