სატირული ხედვა და ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები - დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" კოლექცია წარადგინა - Marao

სატირული ხედვა და ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები - დემნა გვასალიას Fall/Winter 2024-2025 ჩვენება, რომელმაც მოდის სამყარო აალაპარაკა

2024-03-04 14:45:11+04:00

ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მისი არაორდინარული სტილი ბევრს მოსწონს, ბევრი იწუნებს, თუმცა ფაქტი ერთია - ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი სამეგრელოდან, ქმნის მსოფლიო მოდის ამინდს. 

დემნა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დემნა გვასალიას დედა: "სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს" - ელა გვასალიას პირველი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და მის ცხოვრებაზე 

"ხალხს ისე უნდა ჩავაცვა, რომ მათ თავი ბედნიერად და მოდურად იგრძნონ" - რას ამბობს დემნა გვასალია Purple-თან საუბრისას 

  • ამჯერად კი დემნამ პარიზში 2024-2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა და აჩვენა ერთგვარი სატირული ხედვა კონსუმერიზმის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილია ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები, სხვა ტანსაცმლის ფენისგან შექმნილი ნაჭრები და eBay-ზე შეძენილი ნივთები... ჩვენებას ესწრებოდა „ინსტაგრამზე“ დემნა გვასალიას გვერდის, Demnagram-ის შემქმნელი და Balenciaga-ს თანამშრომელი საბა ბახია 

5 რამ, რაც Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის 2024-2025 შოუდან უნდა გვახსოვდეს 

  1. მოდელებს პოდიუმზე ეცვათ სამოსი, რომლებსაც ეტიკეტები ჰქონდა მიმაგრებული;
  2. შოუ გაფორმებული იყო დიდი ზომის ეკრანებით, რომლებზეც იცვლებოდა ფონი ბუნებრივი პეიზაჟებით, დიდი ქალაქების კაშკაშა განათებით, ანარეკლებით რეალურიდან წარმოსახვამდე; 
  3. "ეს კოლექცია არის მოგზაურობა ესთეტიკაში, რომელიც ასახავს ჩემს ევოლუციას მოდაში ბოლო ათი წლის განმავლობაში", - თქვა დემნამ. ამ ესთეტიკის უკეთ გადმოსაცემად მან არაერთ ხერხს მიმართა, მაგალითად, გამოიყენა 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები. განსაკუთრებული იყო ფაქტი, რომ მოდელები ჩვენებაზე საღეჭი რეზინით გამოვიდნენ;
  4. Balenciaga-ს გუნდმა eBay-ს გამოყენებით სტუმრებს განსაკუთრებული, სამახსოვრო საჩუქრები გაუკეთა, მათ შორის, ფაიფურის თოჯინები, ვერცხლის თეფშები და სასანთლეები, ვინტაჟური საყურეები, Vogue-ის იშვიათი გამოცემები, შუშის დეკორატიული ცხოველები, შარფები და სხვ. 
  5. ამ ჩვენებაზე გამორჩეული იყო ჩვენების წინა რიგიც, სადაც კიმ კარდაშიანი, სერენა უილიამსი, ვიქტორია სეკრეტი, იზაბელ ჰუპერტი, ევა ჰერციგოვა, ეშლი გრეჰემი, სტელა მაქსველი და ჯოან სმოლსი ისხდნენ. 

დემნა გვასალიას ბიოგრაფია

დემნა გვასალია დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში, საქართველოში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად, იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში მარჯიელაში დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ს კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

დემნა და გურამ გვასალიები

მოდის სამყაროში ძმები გვასალიების სახელი უკვე ყველასთვის ცნობილია, მათთვისაც კი, ვინც არაა დაინტერესებული ამ სფეროთი. ძმები მოდის ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ. მიუხედავად დემნა გვასალიას არაერთი წარმატებისა, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მის წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი უმცროს ძმას, გურამ გვასალიას მიუძღვის. საერთაშორისო აღიარება სწორედ ძმასთან ერთად შექმნილმა ბრენდმა, სახელწოდებით „ვეტმანმა“ მოუტანა. მოდის სფეროთი გატაცებული ძმები გვასალიების კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდად აღიარეს.

რაც შეეხება უშუალოდ ძმების ურთიერთობასა და ბრენდ Vetements-ს, ის 2019 წელს დემნამ დატოვა. მას შემდეგ Vetements -ის შემოქმედებითი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალიაა. ბოლო დროს საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ შორის დაძაბულობაა, თუმცა თავად გურამსა და დემნას ამასთან დაკავშირებით საჯაროდ არაფერი უთქვამთ.