,,მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი და მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, რომ დავაწყნარო" - როგორი ურთიერთობა აქვს ნანკა კალატოზიშვილს შვილთან - Marao

"ბავშვობაში, პატარა როდესაც იყო და სახლში ვბრუნდებოდი, მზესავით განათებული სახით რომ მორბოდა, დღემდე ასე ვართ, კოცნის გარეშე არ ვიშლებით" - ნანკა კალატოზიშვილი და მისი შვილი დანი ერთმანეთის შესახებ

2024-03-05 11:34:53+04:00

გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და მისი ვაჟი დანი კეიდია სტუმრობდნენ. დანი აღწერს, თუ როგორ და რა სიტყვებით ამხნევებს დედას რთულ მომენტებში.

  • "მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი და მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, რომ დავაწყნარო. ველაპარაკები, რომ ხდება, ყველას ემართება", – ამბობს დანი.

როგორც ნანკა ამბობს, შვილთან დღემდე თბილი ურთიერთობა აქვს.

"ადამიანებმა სხვისი ბედნიერების გაზიარებაც რომ ისწავლონ, მიხვდებიან, რომ ამით კიდევ უფრო ივსები..." - ნანკა კალატოზიშვილი პირად საკითხებზე 

  • "მართლა ძალიან მამხნევებს ხოლმე და სულ სხვა შეგრძნებაა. მახსოვს, ბავშვობაში, პატარა როდესაც იყო და სახლში ვბრუნდებოდი, მზესავით განათებული სახით რომ მორბოდა. დღემდე ასე ვართ, კოცნის გარეშე არ ვიშლებით", – აღნიშნავს ნანკა.

ნანკა კალატოზიშვილის ბიოგრაფია 

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...

"თვალს ვერ მოაშორებ - გამორჩეული ქართული სილამაზე" - ნანკა კალატოზიშვილის ახალი ფოტოსესია და ულამაზესი კადრები 

ნანკა კალატოზიშვილის პირადი ცხოვრება 

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.

„ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები და სულ მენდომება, რომ ბედნიერი იყოს“ - ნანკა კალატოზიშვილმა ირაკლი კედიასთან დაშორების შესახებ ისაუბრა 

ბოლო პერიოდში მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ტელეეკრანზე ხშირად ჩნდება სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. არაერთხელ გვინახავს ის სხვადასხვა დროს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, როგორც თავად ჰყვება, "ტროლების" აგრესიის ობიექტია, თუმცა, მისივე თქმით, ეს სულაც არ ანაღვლებს.

მსახიობი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტის გამოთქმის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მისი შვილი, დანი, დაიბადა. დანიელი ნანკა კალატოზიშვილს 2013 წელს კალათბურთელ ირაკლი კედიასგან შეეძინა. წყვილი ახლა დაშორებულია.