- წელს 28 წელი შესრულდა ცნობილი მსახიობის, გია ფერაძის გარდაცვალებიდან და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა გიას გარდაცვალების მერეა დაბადებული და მას პირადად არ იცნობდა, ფილმებსა და სპექტაკლებში შესრულებული როლებით, ახლაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ძველი თბილისელები კი დღემდე მისტირიან საყვარელ მსახიობს. სოციალურ ქსელებში უცნობი ავტორების მიერ იხსნება ახალ-ახალი გვერდები: „გია ფერაძე“, „არასერიოზული კაცი“ და სხვა, სადაც თითქმის ყოველდღე დებენ კადრებს გიას სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.
როგორ გადაარჩინა ბაირონმა ქართველი გოგონა მონათა ბაზარზე გაყიდვისგან: ვინ იყო ქართველი ქალი, რომელსაც პოეტმა არაერთი ლექსი მიუძღვნა
გია ფერაძე
გია ფერაძის ძმამ – ილიკო ფერაძემ, გიას გარდაცვალების მერე გამოსცა წიგნი არა მარტო გიაზე, არამედ მთელ მის ოჯახზე „მე, ბებიები-ბაბუა, დედ-მამა და გია ფერაძე”, სადაც მოკლედაა აღწერილი მათი სახელოვანი წინაპრებისა და გია ფერაძის ცხოვრების უცნობი და ნაცნობი თავგადასავლები. ბატონი ილია თავად მოკრძალებული, მაგრამ საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა: მრავალი წიგნის ავტორი, პროფესორი, საქართველოს ტელევიზიაში კომპიუტერების დანერგვის პიონერი, ერთ-ერთი პირველი სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი, ამასთან, არის სპორტის ოსტატი. საქართველოში აფროსნობის დაარსებისა და განვითარებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
"ანა ჩემთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი, ოცნების ქალი იყო და ოცნებადვე დარჩაო... შალვამ მეორე ოჯახი შექმნა, ანა კი აღარ გათხოვილა" - ანა კალანდაძისა და შალვა მჭედლიშვილის სიყვარულის საოცარი ისტორია და აქამდე უცნობი ამბავი
და ბოლოს, წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი და ბაკურციხეში წმინდანის მუზეუმის დამაარსებელია. მის წიგნში მოთხრობილია ნაღდ თბილისელებზე – ჟორჟოლიანებისა და ფერაძეების გვარის სახელოვან წარმომადგენლებზე, მათ შორის: დედის – თინა ჟორჟოლიანის – ბიძის, სანდრო ჟორჟოლიანის შესახებ, ასევე – ბაბუის, ცნობილი პუბლიცისტისა და პედაგოგის – ილია ფერაძის შესახებ და მათი ახლო ნათესავის, წმინდანად შერაცხილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის შესახებ.

გია ფერაძის ოჯახი
დედა - თინა ჟორჟოლიანი, ბიბლიოთეკარი, ჟურნალისტი, მწერალი-იუმორისტი გახლდათ. იგი ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი იყო. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მის მოყოლილ ანეკდოტებზე ყველა მაგრად ხალისობდა. სპეციალური ბლოკნოტი ჰქონდა, რომელშიც ანეკდოტებს ახარისხებდა და იწერდა ხოლმე და მათი რიცხვი 800-ს აღწევდა. სულ უნდოდა, რომ ხალხში ყოფილიყო. გარშემო რამდენიმე კაცი მისთვის უკვე აუდიტორია იყო და წამში იწყებდა იუმორისტულ მონო-სპექტაკლს პაროდიებით. ამ ნიჭით ჰგავდნენ ერთმანეთს დედა და გია. მათი ერთად ყოფნა სუფრაზე რაღაც დაუსრულებელი იუმორისტული ნომრების კორიანტელი იყო. ორივე ჩახმახზე შეყენებული თოფივით სულ მზად იყო იუმორის ახალი ფეიერვერკების ამოსაფრქვევად.
წაიკითხეთ სრულად