მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.
მაია ასათიანის პირადი ცხოვრება
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
"დღეს შვილი მომიკვდა... ნიუ-იორკში, მუზეუმში, ოპრას ფიგურასთან ფოტო გადაიღო და გამომიგზავნა..." - ნუცა მახვილაძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა: მაია ასათიანის ემოციური ამბავი ქალიშვილის შესახებ
"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები" - რას წერს მაია ასათიანი გარდაცვლილი ქალიშვილის შესახებ
მაია ასათიანის შვილი
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ასათიანის დები
- მაია ასათიანის დედას მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს:
ტელეწამყვან მაია ასათიანს ორი და ჰყავს - ვერონიკა და ნანა. ვერონიკა კალანდარიშვილს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სერიალ "შუა ქალაქში" ერთ-ერთ როლს ასრულებდა.
რაც შეეხება ნანას, ის იშვიათად ჩანს მაია ასათიანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე. მასზე მედიაში მაშინ დაიწერა, როდესაც 2018 წელს გათხოვდა და მისი ქორწილის ფოტოები გავრცელდა. ნანას გერმანელი მეუღლე ჰყავს და მის ქორწილს შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა.
"სადღაც ჩემს განცდებში, მე შვილი მყავს - და ეს ჩემი დაა. არ უყვარს, ამაზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნანაა" - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
"ჩვენს ურთიერთობაში რაღაც დედაშვილური მაინც არის, რადგან ჩემზე 12 წლით უფროსია. როცა რაღაცის გაზიარება გინდა, დედას უზიარებ - მე მაიას ვუზიარებდი. ჩვენ ოჯახში არ არსებობდა სიტყვა "ნახევარდა". არასდროს არ იყო იმის ხაზგასმა, რომ სხვადასხვა მამა გვყავდა" - ამბობდა ნანა.