დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი შემსრულებელი, პატარა ნიკოლოზ ხარატი, პირველად ფართო საზოგადოების წინაშე მაშინ გამოჩნდა, როცა 9 წლის იყო. სოციალურ ქსელში მისი სიმღერის ვიდეომ, სადაც ფორტეპიანოს აკომპანემენტს დედა უკეთებდა, უამრავი ადამიანის გული მოიგო. პატარა ბიჭის საოცარი ხმა და შესრულება მალევე გაჰიტდა. მოგვიანებით კი ნიკოლოზი საბავშვო მუსიკალურ პროექტ "რანინაში" გამოჩნდა. მან ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა, თუმცა გამარჯვება მისმა მეგობარმა, ანასტასია ვასაძემ მოიპოვა.
![](/media/uploads/2024/03-06/nikoloz-xarati-1709707817.jpg)
ნიკოლოზ ხარატი "ევროვიზიაზე"
"საბავშვო ევროვიზია 2023"-ის ქართველი მონაწილეები, ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი, ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, მე-14 ადგილზე გავიდნენ.
“საქართველოს გაუმარჯოს!”- ვინ გაიმარჯვა საბავშვო ევროვიზიაზე? - "ანასტასიამ და რანინამ" 16 მონაწილიდან მე-14 ადგილი დაიკავეს
"საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგა. გამოსვლის ბოლოს ნიკოლოზ ხარატის სიტყვებმა - "საქართველოს გაუმარჯოს!" უამრავ ქართველს გული კიდევ ერთხელ აუჩუყა.
ნიკოლოზ ხარატის ოჯახი
ნიკოლოზ ხარატმა, გარდა საოცარი მუსიკალური მონაცემებისა, მაყურებლისა და მსმენელის გული საკუთარი ხასიათით, სილაღითა და უშუალობითაც მოიგო. ის მეგობრებთან, ვაჩე ღვინიაშვილთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებაზეც ხშირად ჩნდება და სატელევიზიო გადაცემებსაც სტუმრობს. ნიკოლოზი ხშირად საუბრობს დედაზე, ელისო არაბიძეზე, რომელიც მის წარმატებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. ამჯერად კი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და დედას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:
ვიდეო: "ცოტა გული გვწყდება, მაგრამ ქართველი ხალხის მადლიერი ვართ , ათასჯერ გეტყვით მადლობას... ჩვენ ვასახელეთ ჩვენი ქვეყანა და ხალხი" - ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვილისა და ანასტასია ვასაძის პირველი კომენტარი საბავშვო ევროვიზია 2023-ის შემდეგ
"დღეს ელისოს დაბადების დღეა! დედაჩემის, ჩემი ბედნიერების, ჩემი წარმატების, მიზნის... ეს ის ადამიანია, რომელსაც შემიძლია მთელი ცხოვრება და სიცოცხლე ვანდო. ვაჩეს სიტყვებს გამოვიყენებ - ყველას დედა განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემი დედა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია. არ ვიცი, დედა, ისე მიყვარხარ და არც ეგ ვიცი, შენი მადლიდან როგორ ამოვიდე, როგორ გავაკეთო იმდენი, რამდენსაც შენ აკეთებ. მართლა არ ვიცი. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან! მთლიან საქართველოს ვუსურვებ, რომ შენნაირ დედებს ეარსებოს ამ ქვეყანაზე! რაღა მეთქმის, წერილობით შენდამი სიყვარულს ვერ დავწერ, მაგრამ შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ... ელისოს გაუმარჯოსსს" - წერს ნიკოლოზ ხარატი და დედასთან ერთად გადაღებულ ძველ კადრებს აქვეყნებს.
ნიკოლოზ ხარატის ცხოვრებაში რომ ოჯახს დიდი როლი უჭირავს, ამას მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს. ნიკოლოზს ორი და ჰყავს, რომლებიც ტყუპები არიან და პატარა მომღერალი მათი სიყვარულის შესახებაც ხშირად წერს.