შემოდგომასა და ზამთარში პოდიუმზე დომინირებდა ნაცრისფერი, ყავისფერი, შინდისფერი, ღვინისა და ყველანაირი წითელი ჩრდილები, თუმცა თბილი სეზონის დადგომასთან ერთად დიზაინერები ჩვენს გარდერობში ლაიმის დამატებას გვირჩევენ.
- მწვანე ფერი ყოველთვის იყო სიახლის, კეთილშობილების და ჰარმონიის სიმბოლო. გაზაფხულზე და ზაფხულში ის განსაკუთრებულ აქტუალურობას შეიძენს და მრავალფეროვან ვარიაციებს გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მოდის მოყვარულებს უკიდურესად რადიკალური დამოკიდებულება აქვთ ასეთი მიმზიდველი და ნეონის მსგავსი ფერების მიმართ.
კოკო შანელის აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
მოდის რომელი ტრენდები დაბრუნდება 2024 წელს? - რჩევები მოდური და ელეგანტური გარდერობისთვის
თუ თქვენც გსურთ შეუერთდეთ ამ ტრენდს, მაგრამ გარისკვის გეშინიათ, გირჩევთ დაიწყოთ პატარა დეტალებით: ფერადი კოლჰოტები, ფეხსაცმელი, აქსესუარები ან ჩანთები. თუ გავითვალისწინებთ დღეს მწვანე ფერის ყველა ჩრდილის პოპულარობას, სწორი არჩევანის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი გახდება.