გიორგი შერმადინი და ანა ამაშუკელი მეხუთე შვილის მშობლები გახდნენ - მეოთხე გოგო ოჯახში და ბედნიერი კადრები - Marao

გიორგი შერმადინი და ანა ამაშუკელი მეხუთე შვილის მშობლები გახდნენ - მეოთხე გოგო ოჯახში და ბედნიერი კადრები

2024-03-06 15:29:52+04:00

ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინსა და მის მეუღლეს, ანა ამაშუკელს, მეხუთე შვილი შეეძინათ. ამის შესახებ სპორსტმენმა თავად დაწერა. 

გიორგი და ანა გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც იოანა დაარქვეს. „მადლობა უფალს პატარა იოანა შერმადინისთვის…“ - დაწერა კალათბურთელმა. 

გიორგი შერმადინი 

გიორგი შერმადინი 2019 წლიდან თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „ტენერიფეში“. არის ევროლიგის 2-გზის ჩემპიონი (2009, 2013). საქართველოს ნაკრებში პირველად 2006 წელს გამოიძახეს, ითამაშა ევრობასკეტ 2013-სა და ევრობასკეტ 2017-ზე.

გიორგიმ კარიერა დაიწყო 2005 წელს. 2005-2008 წლებში თამაშობდა თბილისის „მაკაბიში“. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო NBA-ს დრაფტზე, მაგრამ არ იქნა არჩეული არცერთი გუნდის მიერ. 2008 წელს შეუერთდა ბერძნულ „პანათანაიკოსს“ რომელთან ერთადაც 2009 წელს მოიგო ევროლიგა. 2013 წელს, ამჯერადაც ბერძნული გუნდის, „ოლიმპიაკოსის“ რიგებში, მეორედ მოიგო ევროლიგა. 

"ულამაზესი ოჯახი და ბრწყინვალე ადამიანები" - ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს 

„ჩემი მშობლიური ქალაქი არის: ნატახტარი, ძალიან მიყვარს, იქ გავიზარდე. სეზონი როგორც კი სრულდება, მთელი ოჯახი იქ მივდივართ. გვაქვს სახლი თავისი ბაღით და იქ ყოფნა ყველას ძალიან გვიყვარს.

ბავშვობის ოცნება: ყოველთვის მაღალი ვიყავი და მინდოდა, კალათბურთი მეთამაშა და ამიხდა კიდეც ეს ოცნება.

პირველი თამაში: სკოლის გუნდში. ჩვენი ფიზკულტურის პედაგოგი - კოლია მასწავლებელი გახლდათ.

კალათბურთი: აბსოლუტურად ყველაფერია ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. კალათბურთით ვცოცხლობთ, ვფიქრობთ, ვარსებობთ. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ცხადია, მეც მქონდა გარკვეული მიზნები, ბევრი "ტრენერიც" მყავდა, ბევრ ხელში გამოვიარეთ მეც და ჩემმა ძმამაც, ბოლოს კი მოვხვდით ჯამლეტ ხუხაშვილთან და ის ყოველდღიურად დიდ მოტივაციას გვაძლევდა, გვამხნევებდა, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით, იქვე ვიკვებებოდით. სამი წელი ვიყავით "მაკაბიში". თავიდან "მაკაბის" მეორე გუნდში ვიყავი, მერე კი, თამაში რომ გამომდიოდა, პირველ გუნდში გადამიყვანა და მთელი 40 წუთი შეუცვლელად ვთამაშობდი. ძალიან კარგი კალათბურთელები გვყავდა, განსაკუთრებით, ირაკლი და დათო ბერიშვილები. ბატონი ჯამლეტისა და იმ მოთამაშეების დიდი დამსახურებაცაა, რომ დღეს კარგ კალათბურთს ვთამაშობ” - ამბობდა გიორგი შერმადინი.

 "ასე გამოიყურება ბედნიერი ოჯახი" - ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია 

გიორგი შერმადინის ოჯახი 

  • „მე და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, რომ­ლის იუ­ბი­ლე­ზე ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნიც იყ­ვნენ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. იქ გა­ვი­ცა­ნი, ალა-ფურ­შე­ტის დროს, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ბი­ჭე­ბი შე­უ­თა­მამ­დე­ბი­ან გო­გო­ნებს და გი­ორ­გი­საც ასე და­ე­მარ­თა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მთხო­ვა და ძა­ლი­ან მალე და­მი­რე­კა. მისი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და. 

გი­ორ­გი თა­ვი­დან ცოტა ვა­წუ­წუ­ნე, მაგ­რამ მერე შევ­ხვდით. არა იმი­ტომ, რომ ქალ­მა მა­მა­კა­ცი უნდა აწუ­წუ­ნოს, არა­მედ იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ ვარ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, არ მიყ­ვარს ურ­თი­ერ­თო­ბის ად­ვი­ლად წა­მო­წყე­ბა. მცი­რე წუ­წუ­ნის შემ­დეგ შევ­ხვდი და ნელ-ნელა, აგურ-აგურ ავა­შე­ნეთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა” - იხსენებდა ანა ამაშუკელი. 

თავად გიორგი კი ოჯახის შესახებ ასე საუბრობდა: 

  • „ უკვე 10 წელზე მეტია, რაც მე და ანი ერთად ვართ. თბილისში გავიცანი, ერთ-ერთი კლინიკის 10 წლის იუბილეზე, რომელზეც ჯამლეტ ხუხაშვილი იყო დაპატიჟებული და ის სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. ჩამაცმევდა ხოლმე "მაკაბის" ფორმას და მივყავდი. ანი იქ გავიცანი. მერე მალე მომიწია საბერძნეთში წასვლა, მაგრამ ტელეფონით ვკონტაქტობდით და რაღაც დროის შემდეგ დავოჯახდით. პირველი გოგონა შეგვეძინა, მერე - ნიკოლოზი, ბოლოს კი ტყუპი გოგონა. ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან, ძალიან ვუყვარვარ. ტელევიზორში რომ მხედავენ, ეკრანს ხელს ურტყამენ - "მამიტო". დიდი სიხარულია. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ”.