სამი ლეგენდა - გიული ჩოხელი, ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე Situationist-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის - Marao

დაათვალიერეთ ფოტოები: სამი ლეგენდა - გიული ჩოხელი, ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე Situationist-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის

2024-03-06 19:13:21+04:00

ქართული სცენის სამი ლეგენდა - გიული ჩოხელი, ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე Situationist-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის: 

ნანი ბრეგვაძე

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

„მე საერთოდ ვერ ვხვდები, რამდენი წლის ვარ. თუ ხმამაღლა ვთქვი, რამდენი წლის ვარ, გული მისკდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ აბსოლუტურად ისეთია, როგორიც იყო. რასაკვირველია, უფრო ჭკვიანდები. 

87 წლის ვარ...  ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს.

სანამ ომი დაიწყებოდა, ისრაელში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე და ამ ანალიზების მიხედვით, 62 წლის ვარ. სასაცილოა, ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ უჯრედის დონეზე ასეა.

"ის არავის ჰგავს, სადაც უნდა იყოს, თავისი სამყარო ყოველთვის თან დააქვს; მისთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა..." - ძალიან საინტერესი ინტერვიუ მანანა მენაბდესთან 

"შევხედე და გულში რაღაც ამიდუღდა... იღიმოდა და პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა, ჩამეხუტა, მაკოცა და მითხრა, ახლა ჩემთან, სახლში წავიდეთო..." - როგორ იხსენებს გიული ჩოხელი ცხოვრების სიყვარულსა და საბედისწერო შეხვედრას 

 ძველ ფოტოებს  რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი არ მომწონდა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ. 

მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი... ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრებით; ღმერთო, ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან; ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ადრეც ყველა დაკავებული იყო.

„სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე... მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“. – ამბობდა მომღერალი.

გიული ჩოხელი

გიული ჩოხელი წლების წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ჯაზ-შემსრულებელი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მსმენელს თავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამახსოვრა.

როგორც მუსიკოსი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ძალიან განიცდიდა, რომ წლების მანძილზე მისი პოპულარობა იკლებდა. 

"მე ვარ ჯაზმენი შინაგანად... გონება, გული, ხმა, ყველაფერი... მოხდა ისე, რომ მე გავხდი პირველი, რომელმაც ეს გაბედა.

ამ წუთას ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი რომ არის ჩემ გარშემო – ხან იქ, ხან აქ, გერმანიამ გამოუშვა ეს ალბომი, ჩემს თვალებში კი არის კითხვა – რატომ მაწვალებდით წინათ? რატომ არ გინდოდათ თქვენ ჩემი აღიარება? ახლა ვარ ნამდვილად გიული“, - ამბობს 88 წლის გიული ჩოხელი. 

მანანა მენაბდე

ქართველი მუსიკოსი მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში დაიბადა - სწორედ ამან განაპირობა ალბათ ის, რომ მანაც მუსიკა აირჩია. მისი შემოქმედება ქართველი მსმენელისთვის უცხო არ არის. 

  • "მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი ხასიათით იბადება. დაახლოებით წლინახევრის ასაკში ის უკვე მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს, თუ როგორ ადამიანად შეიძლება შედგეს. ჩემთვის, მაგალითად, არავის უთქვამს, წადი, იმღერე და მომღერალი გამოდიო. ზოგიერთ ოჯახსა და მშობელს სიგიჟემდე სურს, მათი ბავშვი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. მსგავსი დაძალება ჩემთან არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკში უკვე მამას დაწერილ სოლფეჯიოებს ვმღეროდი, ოთხი წლისამ ბებიების, დები იშხნელების ‒ მთელი რეპერტუარი ვიცოდი, ამას ხაზს არავინ უსვამდა. არავის დავუყენებივარ სკამზე და უთქვამს, სტუმრებისთვის იმღერე ან ლექსი წაიკითხეო. ეს ბუნებრივად ხდებოდა.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ძალიან დიდხანს პერსონა ნონ-გრატა ვიყავი, მაგრამ მაგის გამო არ წავსულვარ. ჩემი 13 წლის დისშვილი – თეონა, გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა დარჩენა. თუმცა მივხვდი ერთ რამეს: სხვაგან შეიძლება გადახვიდე, მაგრამ შენი თავიდან ვერსად გადახვალ. 15 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, მაგრამ თან დამქონდა ჩემი თბილისი და ჩემი საქართველო" - იხსენებდა მანანა მენაბდე ერთ-ერთ ინტერვიუში.