საქართველოს "ევროვიზია 2024"-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია Eurovision Georgia • 1tv.ge-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე
"ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო" - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
- ნუცა ბუზალაძე ქართველი მომღერალი, კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებულია.
ამჯერად ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში კადრებს "ევოვიზიისთვის" სამზადისიდან აქვეყნებს. ის საკუთარ გუნდთან ერთად ენერგიულ ცეკვას ამზადებს და ამბობს, რომ "ევროვიზიაზე" ღირსეულად წარადგენს ქვეყანას.
ნუცა ბუზალაძის ბიოგრაფია
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ქართველი ვარსკვლავი სამუელ ელ ჯექსონისა და ანჯელა ბასეტის გვერდით - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
"ასე მღერის ნუცა, როცა შეყვარებულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.