ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" მოქალაქეებს უზიარებს ინფორმაციას მედიკამენტზე, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა და რომელიც ასე მოდური გახდა წონის კლების მსურველთა შორის.
„თქვენ იცით, რომ აქ „ოზემპიკი“ იშოვება, არის რაღაც შემოვლითი გზები, თუ დაზღვევა გაქვს, ძალიან იაფად იშოვი. ვიცი, რომ თბილისში ბევრი იკეთებს, 400 თუ 800 ლარი ღირს.. რაღაც უკუჩვენება მაინც ექნება, აუცილებლად.
"ტყუპები?" - ნუკი კოშკელიშვილი მშობლებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
„გარდამეცვალა უძვირფასესი ადამიანი... გული როგორ არ მისკდება მიკვირს“ - ნუკი კოშკელიშვილი სამწუხარო ინფრომაციას ავრცელებს
რამდენადაც ვიცი, ის „ოზემპიკი“, რომელიც საქართველოში იშოვებოდა, გულისრევის შეგრძნებას გმატებს. მოკლედ, მაგრად განგრევს.. აქ, ამერიკაში, ვინც იკეთებს, ჩემმა ნაცნობმა, დიაბეტი არ აქვს, უბრალოდ, გახდომა უნდა, 4 თვეში 25 კილო დაიკლო, მაგრამ მე ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, სადღაც სერიოზული პრობლემა გამოხტება. გერმანიაში უკვე გარდაიცვალა ერთი გოგო.. მედიკამენტის მწარმოებლებს ძალიან უყვართ, რომ გემრიელად მოგვატყუონ და შეგვსვან [მედიკამენტზე].
ვთვლი, რომ „ოზემპიკი“ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის არაჩვეულებრივი წამალია, მაგრამ ეს ჰოლივუდის ვარსკვლავები რატომ რისკავენ ასე ძალიან, არ ვიცი. მოკლედ, მე არ გირჩევთ.“
რა არის ოზემპიკი
- Ozempic® (სემაგლუტიდი) ინიექცია არის საინიექციო რეცეპტით გაცემული წამალი, რომელიც გამოიყენება:
დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად 2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილებში სისხლში შაქრის გასაუმჯობესებლად.ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი ან სიკვდილი მოზრდილებში ტიპი 2 დიაბეტით, ცნობილი გულის დაავადებით.უცნობია, შესაძლებელია თუ არა Ozempic®-ის გამოყენება პანკრეატიტის მქონე ადამიანებში.Ozempic® არ არის განკუთვნილი 1 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. უცნობია, არის თუ არა Ozempic® უსაფრთხო და ეფექტური 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
GLP 1 არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავებას ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყებს და თანდათან ზრდის სიმაძღრის შეგრძნებას. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას „ოზემპიკი“ ახდენს GLP 1-ის მოქმედების იმიტაციას და რეცეპტორები უკვე არა ამ პეპტიდს, არამედ „ოზემპიკში“ შემავალი სემაგლუტიდს „ითვისებენ“ და იწყება ინსულინის გამომუშავების პროცესი.GLP 1 ზემოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც მადას არეგულირებს. შესაბამისად, სემაგლუტიდი თრგუნავს შიმშილს და ადამიანი ჭამის შემდეგ უფრო დიდხანს გრძნობს თავს მაძღრად. ამ ეფექტს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ეს ნივთიერება ანელებს კუჭის დაცლის სიჩქარეს.
მედიკამენტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციისა და მისი დანიშნულების გარეშე დაუშვებელია!