ფემინიზმი - საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.
გამონათქვამები ქალების შესახებ
- „ყოველ ჯერზე, როცა ქალი იცავს საკუთარ თავს, ის მხარს უჭერს ყველა ქალს“ - მაია ანჯელოუ.
- „მინდა ვაჩვენო, რომ შეგიძლია გაერთო და გქონდეს მიზანდასახულობა, იყო პატივმოყვარე და თქვა შენი აზრი. შეგიძლიათ იყოთ ელეგანტურიც და პროვოკატორიც. შეგიძლიათ იყოთ კოხტა და მაინც იყოთ მოდის ხატი. ამ თავისუფლებას ვუსურვებ თითოეულ ადამიანს“ - ბიონსე.
”ჩვენ არ ვიცით ჩვენი ნამდვილი სიმაღლე, სანამ ფეხზე არ წამოვდგებით” - ფემინისტი ქალების საუკეთესო გამონათქვამები
5 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს ცხოვრებაში
- „თუ გსურთ გათავისუფლდეთ, თქვენ თავად უნდა გატეხოთ ჩაგვრის ჯაჭვები. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ღირსება; მხოლოდ მაშინ, როცა გავთავისუფლდებით, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ სხვა ჯგუფებთან. დამცირების, ღირსების ან შეურაცხყოფის მიღება არის არასრულფასოვნების მიღება“ - ვინი მადიკიზელა-მანდელა.
- "თითქმის ყველაფერი, რაც ვიცი სიყვარულზე, ვისწავლე ქალებთან ჩემი ხანგრძლივი მეგობრობით" - დოლი ოლდერტონი.
- „ფემინიზმი არ არის ქალების გაძლიერება. ქალები უკვე ძლიერები არიან. ეს არის იმის შეცვლა, თუ როგორ აღიქვამს მსოფლიო ამ ძალას“ - GD ანდერსონი.
- ქალები ყოველთვის ამბობენ: „ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მამაკაცებს შეუძლიათ“. მაგრამ მამაკაცებმა უნდა თქვან: „ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ“ - გლორია სტეინემი.
- "არის რაღაც განსაკუთრებული ქალში, რომელიც დომინირებს მამაკაცის სამყაროში" - რიანა.
- „ყოველთვის მინდოდა, ფატალური ქალი ვყოფილიყავი. მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, არასდროს მინდოდა გოგო ვყოფილიყავი. მე მინდოდა, ქალი ვყოფილიყავი" - დაიან ფონ ფურსტენბერგი.
- "რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი ფემინიზმის შესახებ, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან ხშირად ხდება მამაკაცის სიძულვილის სინონიმი. თუ არის ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი, ეს არის ის, რომ ეს უნდა შეწყდეს" - ემა უოტსონი.
- „ქალის თავისუფლება სოციალური თავისუფლების ნიშანია“ - როზა ლუქსემბურგი.
- "ქალებო, თუ ერის სული უნდა გადარჩეს, მე მჯერა, რომ თქვენ უნდა გახდეთ მისი სული" - კორეტა სკოტ კინგი.
- "მე ვარ ქალი და მეომარი. თუ გგონია, რომ ორივე ვერ ვიქნები, მოგატყუეს“ - ჯენიფერ ზეინაბ ჯოხადარი.
- "ყოველი დიდი ქალის უკან კიდევ ერთი დიდი ქალი დგას" - ქეით ჰოჯესი.