"მაშინ 23 წლის ვიყავი... კი­ნოს­ტუ­დი­ამ ვაშ­ლი­ჯვარ­ში მა­ჩუ­ქა ბინა; დღემ­დე იმ 2-ოთა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ" - 2 უმშვენიერესი ქალიშვილი, სიმსივნის დიაგნოზი და დაუვიწყარი როლები: როგორია "მაყვალას" ცხოვრება დღეს - Marao

"მაშინ 23 წლის ვიყავი... კი­ნოს­ტუ­დი­ამ ვაშ­ლი­ჯვარ­ში მა­ჩუ­ქა ბინა; დღემ­დე იმ 2-ოთა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ" - 2 უმშვენიერესი ქალიშვილი, სიმსივნის დიაგნოზი და დაუვიწყარი როლები: როგორია "მაყვალას" ცხოვრება დღეს

2024-03-08 12:47:39+04:00

და­რე­ჯან ხა­ჩი­ძე 1975 წლი­დან თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. არა­ერთ სპექ­ტაკლში უთა­მა­შია. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის ეპი­ზოდ­ში გა­და­ი­ღეს, ასე­ვე ითა­მა­შა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც".

"სე­რი­ალ­ში სულ სხვა­ნა­ი­რი ვარ. ქეთი დევ­და­რი­ან­მა და­მი­რე­კა, მი­ვე­დი, მი­თხრა, რომ ეძებ­დნენ ერ­თგულ, კარგ დი­ა­სახ­ლის ქალ­ბა­ტონს, რომელსაც ოჯა­ხი ენ­დო­ბა, აუ­ტისტ ბავ­შვს გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით ეპყრო­ბა და ასე­თი სახე უნდა შე­მექ­მნა. შე­ვე­ცა­დე, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "წა­მეყ­ვა­ნა" როლი. მშვე­ნი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი მყავს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არი­ან ნინო კას­რა­ძე და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი - მას­თან ერ­თად თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. ახალ­გაზ­რდე­ბიც მშვე­ნივ­რად არ­თმე­ვენ თავს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­რეგ­ნო­ბას, ახ­ლო­ბელ­მა პა­რი­კი მა­ჩუ­ქა. გა­და­ღე­ბებ­ზე წა­ვი­ღე, იქ­ნებ გა­მო­მად­გეს-მეთ­ქი. და­ვი­ხუ­რე თუ არა, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას მო­ე­წო­ნა. სხვა ვა­რი­ან­ტი არც მიც­დია. თმის მოვ­ლა­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის კე­თე­ბას დიდი დრო მი­აქვს. მარ­ტი­ვად გა­დავ­წყვი­ტე პრობ­ლე­მა - "შლი­უპ", ჩა­მო­ვი­ფა­რებ პა­რიკს და უკვე მზად ვარ, ყვე­ლა­ზე სხარ­ტად მე ვემ­ზა­დე­ბი" - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ მსა­ხი­ო­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

 

23 წლის იყო, როცა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" მთა­ვარ როლ­ზე და­ა­კა­ვა. 1980 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ­მა ამ მუ­სი­კა­ლურ­მა კო­მე­დი­ამ არა­ერ­თი მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ამ ფილ­მს არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი, სტა­ტია და გა­და­ცე­მა მი­ე­ძღვნა.

  • რო­გო­რია დღეს მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა და რა სირ­თუ­ლის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია ცოტა ხნის წინ - ამ თე­მებ­ზე და­რე­ჯან ხა­ჩი­ძემ გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი" ისა­უბ­რა. ცნო­ბი­ლია, რომ მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა და­რე­ჯან ხა­ჩი­ძეს სა­ცხოვ­რებ­ლად სა­კუ­თა­რი ბინა და­უთ­მო. მა­ნამ­დე მსა­ხი­ო­ბი რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და, ბინა თბი­ლის­ში არ ჰქონ­და.   

"ახლა რომ ბა­ტო­ნი მიშა ცო­ცხა­ლი იყოს, მო­ე­რი­დე­ბო­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. რო­გო­რია, როცა შენი პე­და­გო­გი, პრო­ფე­სო­რი რომ მოგ­კი­დებს ხელს და წა­გიყ­ვანს თა­ვის სახ­ლში. მის მე­უღ­ლეს ბინა ჰქონ­და კა­ლან­და­ძე­ზე, თა­ვად ბარ­ნოვ­ზე ცხოვ­რობ­დნენ მთე­ლი ოჯა­ხი. მი­მიყ­ვა­ნეს ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც კან­დე­ლაკ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და და 5 წელი მა­ცხოვ­რეს იქ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ზობ­ლე­ბი მყავ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო­ე­ბი იმარ­თე­ბო­და იმ ბი­ნა­ში. ცოტა უც­ნა­უ­რი ბინა იყო, რა­ღაც ტრი­ა­ლებ­და იქ, ჩემ გარ­და თით­ქოს ვი­ღაც ცხოვ­რობ­და. ერთხელ სპექ­ტაკლში უნდა მე­თა­მა­შა და სპექ­ტაკ­ლის წინ ყო­ველ­თვის ვი­ძი­ნებ­დი ხოლ­მე. ჩემი სა­წო­ლის თავ­ზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი ნა­ხა­ტი. ძილბუ­რან­ში ვარ და მეს­მის ხმა: "ეს სუ­რა­თი ახლა ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ფრთხი­ლად იყა­ვი". თვლე­მა­ში წა­ვე­დი და მეს­მის ჭა­ხა­ნის ხმა. გა­და­ვი­ხე­დე სა­წო­ლის უკან და ჩა­მო­ვარ­დნი­ლი იყო ნა­ხა­ტი. 2 სა­ა­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი. მოკ­ლედ, ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის შემ­დეგ ბა­ტო­ნი მიშა და მისი მე­უღ­ლე ჩემი მე­ო­რე მშობ­ლე­ბი და პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ.

...მე­ო­რე ბავ­შვი რომ გა­მიჩ­ნდა, წა­ვე­დით სი­ონ­ში, მა­მამ­თილს ჰქონ­და სახ­ლი. რომ დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში, ბა­ტო­ნი მიშა უკვე ავად იყო. მახ­სოვს, ბავ­შვი მე­ჭი­რა ხელ­ში, გა­მო­ვე­დი გა­რეთ და მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, რომ ბა­ტო­ნი მიშა გარ­და­იც­ვა­ლაო. ბავ­შვი კი­ნა­ღამ და­მი­ვარ­და ხე­ლი­დან... შემ­დეგ იყო რთუ­ლი 90-ია­ნე­ბი. კი­ნოს­ტუ­დი­ამ ვაშ­ლი­ჯვარ­ში მა­ჩუ­ქა ბინა. დღემ­დე იმ 2-ოთა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ.

წაიკითხეთ სრულად