"სანდროზე წერენ, რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო; პირადადაც მომწერეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - რას ამბობს სანდრო შელიას მეუღლე, ჟურნალისტი ნინა ხუბუტია, ნეგატიურ კომენტარებზე - Marao

"სანდროზე წერენ, რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო; პირადადაც მომწერეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - რას ამბობს სანდრო შელიას მეუღლე, ჟურნალისტი ნინა ხუბუტია, ნეგატიურ კომენტარებზე

2024-03-08 13:14:09+04:00

სან­დრო შე­ლია ნინა ხუ­ბუ­ტი­ას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ცოლი უცხო­ე­ლი ჰყავ­და, მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას ერთი შვი­ლი ეყო­ლა; შემ­დეგ კი ცნო­ბილ პი­ა­ნისტზე, თა­თია შა­რან­გი­ა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მალე კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შა­რან­გია მე­სა­მედ ჯარ­ჯი თო­რა­ძეს მიჰყ­ვე­ბო­და ცო­ლად. ყო­ფი­ლი ცო­ლის ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში იქორ­წი­ნა შე­ლი­ა­მაც.

 

"ჯარჯის ანგელოზები... ბედნიერი ოჯახი გამოიყურება ასე" - რა კადრებს აქვეყნებს თათია შარანგია 

"არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა. მეც მაქვს წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ეს არის ნორ­მა­ლუ­რი. უფრო სან­დრო­ზეა ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, ამან რამ­დე­ნი ცოლი უნდა მო­იყ­ვა­ნო­სო და ა.შ. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც წერ­დნენ, რომ რო­გორც ამას ექ­ცე­ვა, ისე ექ­ცე­ო­და ყო­ფილ ცოლ­სა­ცო. პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შიც კი მომ­წე­რეს, ვი­დეო მქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და მომ­წე­რეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ხუ­ბუ­ტია.

შე­ლია-ხუ­ბუ­ტი­ას წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს. ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და რო­გორ ჩანს, ბიზ­ნეს­მე­ნი სან­დრო შე­ლია მე­სა­მე ცოლ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას სა­ჯა­რო­ო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, რად­გან ხში­რად უხ­სნის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სიყ­ვა­რულს.

წაიკითხეთ სრულად

სანდრო შელია და თათია შარანგია

2022 წლის ზაფხულში, როცა სანდრო შელიამ და თათია შარანგიამ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს, თათიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: 

"უამ­რა­ვი კი­თხვაა სან­დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით. სან­დრო არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნი. ჩემი ბი­ჭე­ბის, ჰო, ბი­ჭე­ბის მამა. მისი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი 10 წლის­თვის, რაც ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. ვრჩე­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რე­ბად. ვრჩე­ბით ერ­თმა­ნე­თის უპი­რო­ბო მხარ­დამ­ჭე­რე­ბად. რაც მთა­ვა­რია, ეს გვერ­დში დგო­მა, რა­საც ერ­თმა­ნეთს ვპირ­დე­ბით, არა­სო­დეს იქ­ნე­ბა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი. ერ­თმა­ნე­თის სი­ტყვის ფასი ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით. მო­მა­ვა­ლი ჩვენს ხელ­შია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ხელ­ში და ის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე", - წერდა მაშინ ტელეწამყვანი. 

"დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ იქ, სადაც შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შენთვის ხარ და ხარ ბედნიერი" - სანდრო შელია და ნინა ხუბუტია ურთიერთობის შესახებ 

თათია შარანგიასთვის სანდრო შელიასთან ქორწინება მეორე იყო. მანამდე ის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული. შელიასთან დაშორების შემდეგ კი ჯარჯი თორაძეს დაუკავშირა ცხოვრება, რომელი ვერელი თორაძეების ოჯახის წარმომადგენელია. თათიას და ჯარჯის ცხოვრება ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც წყვილმა ოფიციალურად დიქორწინა, მალევე თათიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლეს დაშორდა. მოგვიანებით კი პოსტი წაშალა და განმარტა, რომ მათ შორის მცირე უთანხმოება იყო და განცხადების გაკეთების დაგაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღო. 

"ბედნიერი წყვილის რომაული არდადეგები" - სანდრო შელია რჩეულთან ერთად მოგზაურობს და რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს 

ამ ეტაპზე თათია ჯარჯი თორაძესთან, სანდრო კი - ნინა ხუბუტიასთან ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას და ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას.