ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.
ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს "არანორმალურებსაც" უწოდებენ.
"საქართველოს ორი სიამაყე" - ნინო და ილიკო სუხიშვილების და-ძმობა, საერთო საქმე და ახალი ფოტოები
"ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს - სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ, ხომ იცით, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, - ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა" - იხსენებდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობილი სახელის მიუხედავად, ნინოს პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის უცნობია. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო. ზურა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი.ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ბიზნესმენი გარდაიცვალა. წყვილს შვილი არ ჰყოლია. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. "არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - თქვა ნინო სუხიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.
8 მარტი „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა. ქართველ ქორეოგრაფს და ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ,,სუხიშვილების” მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი ულოცავს. ,,საუკეთესო ხელმძღვანელი ხარ, გილოცავ… მიყვარხარ”, – წერს მარიამი.
მარიამთან ერთად, ილიკოს იუბილე უამრავმა ადამიანმა მიულოცა და მისთვის კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს.
"ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. რაც უფრო დრო გადის ბევრი მეკითხება ამას.
შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე, თვითონაც მოსწონთ ძალიან და ყველა ფოტოაპარატით დადის. ყველას უნდა მუსიკის კეთება, ხატვა, „არტში“ არიან. მე მომწონს ეს „არტი“. ამიტომ, მე მგონია რომ ეს მათთვის არის რაღაც ისეთი, რაზედაც დაიწყებენ ფიქრს, ვნახოთ...
მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ვერც წარმოედგინათ ჩემს მშობლებს, ან ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, რომ ამ საქმეს გავაგრძელებდი... ვერც წარმომედგინა, რომ შევძლებდი. მე ეს პასუხისმგებლობა რომ გამეაზრებინა, სადღაც გავიქცეოდი", - ამბობდა ილიკო სუხიშვილი.
ქორეოგრაფი დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.
გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ. სამაგიეროდ, უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში, კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.
სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ.
ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა დაფარული იყო, ტყვიამ რაღაც მილიმეტრებში გაიარა და მოხვდა. მეორე მეგობარი, რომელიც მათ ახლდა, ამ დროს ცალკე ჰყავდა გაყვანილი ერთ-ერთ მძარცველს. ამის შემდეგ მძარცველები წავიდნენ, ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი, თუმცა იგი მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ.
უცნობია, რა ბედი ეწიათ დამნაშავეებს.