"რთულია იყო ბედნიერი ქალი, გასკდა თავი! ყველას მოსაწონი ვერ იქნები. მე ვარ ქალი და მე მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი - Marao

"რთულია იყო ბედნიერი ქალი, გასკდა თავი! ყველას მოსაწონი ვერ იქნები. მე ვარ ქალი და მე მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

2024-03-09 17:15:58+04:00

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუებისა თუ გადაცემების წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. 

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

"ტყუპები?" - ნუკი კოშკელიშვილი მშობლებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

  • "ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. 

მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე ის ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს. 

ნუკი კოშკელიშვილის ოჯახი 

ნუკის და ბენს ერთი შვილი ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის. 

ნუკიმ უკვე რამდენიმე წელია, რაც საკუთარი ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი ბრენდი მოიცავს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ისე თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს. 

"გამიმართლა მე! რომ მიძლებს... ისე, რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე?" - ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დაბადების დღეს ულოცავს 

მიუხედავად იმისა, რომ ნუკი ხშირად სამშობლოსგან შორსაა, კავშირს ქართველ აუდიტორიასთან სოციალური ქსელით ინარჩუნებს. ის ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან და თითქმის 360 ათას გამომწერს სხვადასხვა ყოფით საკითხზე ესაუბრება. ამჯერად ნუკი ვრცელ პოსტს 8 მარტსა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს: 

"იყო ბედნიერი ქალი, დღევანდელ რეალობაში არის საკმაოდ რთული. უამრავი დაბრკოლება აქვს ქალს. ისწავლო, მიაღწიო წარმატებას, შექმნა ოჯახი, რომელშიც ასევე ქალის კისერზეა იდილიის შენარჩუნება, გაზარდო შვილი და აარიდო მას ცხოვრების ყველა სირთულე. ან არ შექმნა ოჯახი და მიჰყვე კარიერას, გაუძლო ყველა მამიდისა და მეზობლის ალმაცერად ცქერას, აისხლიტო ყველა კითხვა, თუ რატომ არ თხოვდები. ან ესენი: როგორ გახდი? უი, გასუქებულხარ? ვაიმე, რა გამხდარი ხარ, ექიმთან იყავი? შენი შვილი სპორტზე დადის? გოგოა და ასეთი ცელქი? რავიცი, მე ასე მეგობრულად შვილს არ გავზრდიდი? როგორ შეიძლება გოგო ამ დრომდე იყოს გარეთ? ნუ გაუყადრებ თავს ყველა კაცს... ქმარს ეგრე რატომ ელაპარაკები, გაგექცევა… ქალი უნდა იყოს დიასახლისი... ქალი უნდა იყოს კარიერით დაკავებული… კარგი რა, კაცია და აპატიე…

"ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარიც უკვე აღარც ეჭვიანობს, იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ... რა გამოდის? ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ 

გასკდა თავი! ყველას მოსაწონი ვერ იქნები. მე ვარ ქალი და მე მინდა ვიცხოვრო ჩემს გემოზე, ჩემს საკუთარ, სხვისთვის მიუღებელ ან ძალიან მისაღებ რეალობაში.

გოგოებო, არ დაკარგოთ მეობა - ესაა მთავარი. და ვანახოთ ყველას, რა მაგრები ვართ! გილოცავთ. იყავი “შენ” და ატარე ღიმილი სიამაყით!" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.