"დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით" - ვინ იყო ანა ტარსეი, ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია - Marao

"დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით" - ვინ იყო ანა ტარსეი, ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია

2024-03-09 17:54:53+04:00

"ლა­მა­ზი კუ­თხეა გუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი" წერ­და გრ. რო­ბა­ქი­ძე... იყ­ვნენ უცხო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბამ და მოღ­ვა­წე­ო­ბამ ლან­ჩხუ­თი­სა და გუ­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში ღრმა კვა­ლი და­ტო­ვეს... ერთ-ერთი იყო ანა ტარ­სეი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მსურს გე­სა­უბ­როთ" - ამ­ბობს ნონა იმ­ნა­ძე, ლან­ჩხუ­თის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მე­ნე­ჯე­რი.

- ანა ტარ­სეი და­ი­ბა­და 1845 წელს ლონ­დონ­ში. იგი უინ­ძო­რის სა­მე­ფო სახ­ლის მე­ბა­ღის შვი­ლი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტო­ის მიწ­ვე­ვით ანა რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მწერ­ლის შვი­ლებს ზრდი­და. იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში, ტოლსტო­ის სახ­ლში ტარ­სეი 1866-72 წლებ­ში ცხოვ­რობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სათ­ნო ხა­სი­ა­თით და ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით ანამ ტოლსტო­ის ოჯა­ხის წევრთა ღრმა სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა.

"ჩემს სცენურ ცხოვრებაში იყო დასაწყისი და დასასრული, მწვერვალები კი არ მღირსებია..." - თამარ წულუკიძის აღსარება და სანდრო ახმეტელის ცოლ-შვილის ცხოვრების რთული გზა 

მწერ­ლის შვი­ლი ტა­ტი­ა­ნა წერ­და: "გან­სა­კუთ­რე­ბით სამ ადა­მი­ანს ვუ­მად­ლი მე ჩემს ბავ­შვო­ბას: მა­მას, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბას და გვიქ­მნი­და იმ პი­რო­ბებს, რომ­ლებ­შიც ჩვენ ვიზ­რდე­ბო­დით. დე­დას, რო­მე­ლიც ამ პი­რო­ბებ­ში ალა­მა­ზებ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც კი მას შე­ეძ­ლო და ანას, ჩვენს ინ­გლი­სელ აღ­მზრდელ ქალს, რო­მელ­მაც ჩვენს ოჯახ­ში ექვს წელს იცხოვ­რა და გვა­ჩუ­ქა ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლო­ბა და მტკი­ცე ზნე­ობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი... ანა ჩვენს სახ­ლი­დან მა­შინ წა­ვი­და, რო­დე­საც მე მე­ცხრე წელ­ში გა­დავ­დე­ქი და მის წას­ვლას­თან ერ­თად გა­თავ­და ჩემი ბავ­შვო­ბაც და დამ­თავ­რდა ის უღ­რუბ­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც მე მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი.

"რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ანა ტარ­სეი ლევ ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნას" ერთ-ერთი მოქ­მე­დი გმი­რის პრო­ტო­ტი­პად გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ყო­ვე­ლი­ვე ეს ნათ­ლად მოწ­მობს, თუ რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით ყო­ფი­ლა გამ­სჭვა­ლუ­ლი დიდი რუსი მწე­რა­ლი ნი­გო­ით­ში გა­მო­თხო­ვი­ლი მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის რძლი­სად­მი.     -0:05     ამი­თაც იხ­სნე­ბა ლევ ტოლსტო­ის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი კუ­თხი­სად­მი - გუ­რი­ის და გუ­რუ­ლე­ბი­სად­მი. იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ტარ­სე­ის ჯან­მრთე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ერ­ყა, მას ცი­ე­ბა შეჰყრია. ტოლსტო­იმ ის ქუ­თა­ის­ში, თა­ვის ცო­ლის დას­თან, ტა­ტი­ა­ნა ბერსთან გა­აგ­ზავ­ნა გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად. ქუ­თა­ის­ში ანა გა­იც­ნო თა­ვად­მა დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძემ, რო­მელ­საც ქალი ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია. ისი­ნი1874 წელს შე­უღლდნენ. დი­მიტ­რის მშობ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი სხვა­ო­ბა იწ­ვევ­და მათ შეშ­ფო­თე­ბას. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდე­ბი ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ. როცა მათ პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­უ­რიგ­დნენ მშობ­ლე­ბი ცოლ-ქმარს და სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს. დი­მიტ­რის და ანას შე­ე­ძი­ნათ ექ­ვსი შვი­ლი: დი­მიტ­რი, მინი, ვიქ­ტორ, ჯენი, ტა­ტი­ა­ნა და ნა­დეჟ­და...

ვინ იყო ულამაზესი ექიმი, რომელსაც მურმან ლებანიძემ ცნობილი ლექსი მიუძღვნა 

ანამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. მას სა­ოც­რად ჰყვა­რე­ბია სა­ქარ­თვე­ლო და იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი. ცხენ­ზე შემჯდა­რი ის და­დი­ო­და გუ­რი­ის სოფ­ლებ­ში და უსას­ყიდ­ლოდ მკურ­ნა­ლობ­და ავად­მყო­ფებს. ანა ტარ­სე­ის თა­ოს­ნო­ბით ნი­გო­ით­ში აშენ­და ინ­გლი­სუ­რი პარ­კი, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი ჯი­შის ხე­ხი­ლის ბაღი. მან და­ა­არ­სა მა­ლა­რი­ას­თან მებ­რძო­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და "კა­რე­ტა". ანას გარ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მისი ნა­თე­სა­ვე­ბიც: ანას დის­შვილ­მა, რო­მელ­საც ჭი­ა­თუ­რის მარ­გა­ნე­ცის სა­ბა­დო­ებ­ზე ჰქონ­და ბიზ­ნე­სი, აა­შე­ნა ტე­ნი­სის კორ­ტე­ბი ჭი­ა­თუ­რა­ში, ხოლო სი­ძემ, ოს­კარ ზი­ვერ­ტმა და­ა­არ­სა პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან ჩა­მო­ი­ტა­ნა ეკი­პი­რე­ბა, ას­წავ­ლი­და ფეხ­ბურ­თის წე­სებს...

გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ შე­ე­წყვი­ტათ საქ­მი­ა­ნო­ბა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ანა ტარ­სეი მძი­მედ ავად­მყო­ფობ­და და ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. დი­მიტ­რი და ანა მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის მა­მუ­ლი და პარ­კი გა­ნად­გურ­და. სა­საფ­ლაო, სა­დაც და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო ანა, გა­ვე­რან­და, ხოლო საფ­ლა­ვის ქვე­ბი, მათ შო­რის ტარ­სე­ის, გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­თა ასა­შე­ნებ­ლად ლან­ჩხუთ­ში. მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი დღე­საც ცხოვ­რო­ბენ გუ­რი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. მათი ერთ-ერთი შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლავთ პარ­ლა­მენ­ტა­რი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე.

როგორ გადაარჩინა ბაირონმა ქართველი გოგონა მონათა ბაზარზე გაყიდვისგან: ვინ იყო ქართველი ქალი, რომელსაც პოეტმა არაერთი ლექსი მიუძღვნა 

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ სო­ფელ ნი­გო­ით­ში უორდრო­პე­ბიც ეწ­ვივ­ნენ თა­ვად დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძის ოჯახს, რომ­ლის მე­უღ­ლე ანა ტარ­სეი მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო...

- მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნა­თელ ფურ­ცლებს წარ­მო­ად­გენს ინ­გლი­სე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის, და-ძმა მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორდრო­პე­ბის ცხოვ­რე­ბის ის წლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ შეს­წი­რეს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლას, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს­თვის მისი რაც შე­იძ­ლე­ბა უკეთ გაც­ნო­ბის კე­თილ­შო­ბი­ლურ მი­ზანს. და-ძმა უორდრო­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 1894 წლის მი­წუ­რულს ეს­ტუმრნენ. ისი­ნი და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით, და­უ­ახ­ლოვ­დნენ ჩვენს მო­წი­ნა­ვე ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას და ქარ­თველ მოღ­ვა­წე­ებს. მარ­ჯო­რი უორდროპ­მა, ამ "ინ­გლი­სელ­მა სუს­ტმა ქალ­მა", შეძ­ლო ის, რაც სხვებ­მა ვერ გა­ა­კე­თეს - ინ­გლი­სუ­რად თარ­გმნა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი", "გან­დე­გი­ლი".

წაიკითხეთ სრულად