"ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერმ­წე­რია... პირველი ქორწიებიდან გოგონა უკვე ჰყავს, ჩვენ ბიჭს ველოდებით" - ნინო მუმლაძე მეუღლის შესახებ საუბრობს - Marao

"ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერმ­წე­რია... პირველი ქორწიებიდან გოგონა უკვე ჰყავს, ჩვენ ბიჭს ველოდებით" - ნინო მუმლაძე მეუღლის შესახებ საუბრობს

2024-03-09 18:36:25+04:00

მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე შვილს ელო­დე­ბა. ნინო ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რა­ტომ ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და ორ­სუ­ლო­ბას მსა­ხი­ო­ბი, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა...

- ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ადრე თუ გვი­ან, დედა აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბო­დი - ამის სურ­ვი­ლი სულ მქონ­და, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ჯერ პი­როვ­ნუ­ლად უნდა შედ­გეს და სხვა მერე აღ­ზარ­დოს. არ მი­ვე­სალ­მე­ბი, როცა ბავ­შვებს ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში აჩე­ნენ. მგო­ნია, ასეთ დროს გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი ნა­წი­ლობ­რივ, "თა­ვი­სით" იზ­რდე­ბა... ბავ­შვი მა­ინც ოჯა­ხის, მშობ­ლე­ბის სარ­კეა და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნუ­ლად გა­ი­ზარ­დოს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, თვალ­წინ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი უნდა ჰყავ­დეს. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ ჯობ­და, შვი­ლის გა­ჩე­ნის ამ­ბა­ვი ცოტა უფრო მომ­წი­ფე­ბულ ასაკ­ში მომ­ხდა­რი­ყო. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის ჩემი ასა­კი უკვე ნა­მეტ­ნა­ვად მომ­წი­ფე­ბუ­ლია, მაგ­რამ თუ მსოფ­ლი­ოს ტენ­დენ­ცი­ას თვალს გა­და­ვავ­ლებთ, ქა­ლე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ფიქ­რს ზუს­ტად ჩემს ასაკ­ში იწყე­ბენ. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, ბავ­შვის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­თო­დი აქვს. რაკი ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია, წი­ნას­წარ რა­მის თქმა რთუ­ლია: ერ­თია, რას გეგ­მავ და მე­ო­რე - პრაქ­ტი­კა­ში რა დაგ­ხვდე­ბა (იღი­მის). ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს თვალ­წინ ექ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი, რას ნიშ­ნავს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და შემ­დგა­რი ქალი. მარ­თა­ლია, ბიჭს ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ როცა მო­მა­ვალ­ში მე­უღ­ლე ეყო­ლე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ქალს თა­ვი­სი საქ­მე, პრო­ფე­სია ჰქონ­დეს და ამას პა­ტი­ვი უნდა სცეს.

"როცა ერთმანეთი გავიცანით, გუგა მაშინ დაქორწინებული იყო, გოგო ჰყავს პირველი მეუღლისგან... მერე ცოლს გაშორდა და სპონტანურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა" - მსახიობი ნინო მუმლაძე ოჯახის, რჩეულისა და ორსულობის შესახებ 

- თით­ქოს ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­ა­სა­ი­დუმ­ლოე - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გა ხანს არ იცო­და...

- ჰო. ნა­ად­რე­ვი აჟი­ო­ტა­ჟი არ მინ­დო­და. მსურ­და, ყვე­ლა­ფერ­ში "დავ­ლა­გე­ბუ­ლი­ყა­ვი", დავ­მშვი­დე­ბუ­ლი­ყა­ვი... სა­ბო­ლო­ოდ ვერ დავ­მა­ლავ­დი - მუ­ცე­ლი ხომ იზ­რდე­ბო­და, არა? ასე თუ ისე, ეს მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ნა­ად­რე­ვად რა­ღა­ცე­ბის თქმა, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხალ­ხის ჩა­რე­ვა არ მინ­დო­და. სა­ნამ ბავ­შვმა შე­სამ­ჩნე­ვად არ "წა­მო­ყო თავი", არა­ფერს ვამ­ბობ­დი (იცი­ნის).

 

- სქე­სის წი­ნას­წარ გა­გე­ბა ორი­ვე მშობ­ლის სურ­ვი­ლი იყო?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს სა­სა­ცი­ლოდ მოხ­და: ყო­ველ­თვის ბიჭი მინ­დო­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ გოგო მე­ყო­ლე­ბო­და. სქე­სის გა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბის მე-12 კვი­რას, ექოს­კო­პი­ა­ზე რომ მი­ვე­დი და უბ­რა­ლოდ ვკი­თხე, სქე­სი ჩან­და თუ არა, პა­სუ­ხად მა­შინ­ვე მი­ვი­ღე - კ...უ აბი­აო (იცი­ნის)!.. ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. გულ­ში გა­მე­ცი­ნა - ახლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა მო­და­შია. იქ­ნებ, მეც რამე მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მა­შინ­ვე რა­ტომ "მა­ჯა­ხა"-მეთ­ქი?!

- მე­უღ­ლეს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, როცა შენი ორ­სუ­ლო­ბის, მერე კი უკვე ბავ­შვის სქე­სის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო?

- მე­უღ­ლეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გო­გო­ნა ჰყავს. გა­მოც­დი­ლი მამა გახ­ლავთ - გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იცის. რა­ტომ­ღაც, ორი­ვეს გვე­გო­ნა, რომ ჩვე­ნი შვი­ლიც გოგო იქ­ნე­ბო­და. მშვი­დად იყო. ახლა ბიჭ­მა აა­ფო­რი­ა­ქა - ბი­ჭის მა­მო­ბა სულ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მის­თვის სულ სხვა მა­გა­ლი­თი უნდა ვი­ყოო... ცო­ტა­თი აღელ­ვე­ბუ­ლია.

- შენს რჩე­ულ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებ­დი ხოლ­მე. ახლა მა­ინც გვი­თხა­რი, - ვინ არის, რო­მე­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია?..

- ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერმ­წე­რი - გუგა გო­გი­ნაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. უბ­რა­ლოდ, სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა თა­ვად არ უყ­ვარს. ბევ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან დაგ­ვი­რე­კეს - სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, მაგ­რამ სულ უარს ამ­ბობ­და. კა­მე­რე­ბის წინ ზედ­მე­ტად გა­მო­ჩე­ნა არ მოს­წონს. ახ­ლა­ხან ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზეც კი არ წა­მომ­ყვა - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თავი არ მაქ­ვსო და ხომ არ და­ვა­ძა­ლებ?!.

 ნინო მუმლაძე პირველ შვილს ელოდება - ახალი კადრები მსახიობის ცხოვრებიდან 

- ორ­სუ­ლო­ბი­სას ხა­სი­ა­თი ხომ არ შე­გეც­ვა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი ხომ არ გაქვს?

- სხვა­თა შო­რის - არა. ვწუ­წუ­ნებ ხოლ­მე, - ზოგი ქალი ორ­სუ­ლო­ბას იყე­ნებს, რომ სურ­ვი­ლე­ბი აის­რუ­ლოს, მე კი არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა არ მქო­ნია-მეთ­ქი. არც ტოქ­სი­კო­ზი, გარ­თუ­ლე­ბა ან რამე მსგავ­სი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. პირ­ველ ტრი­მესტრში ძი­ლი­ა­ნო­ბა მა­ხა­სი­ა­თებ­და... ისე, ცო­ტა­თი ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა: ზოგი ქალი ორ­სუ­ლო­ბას ნატ­რობს, რად­გან წა­მო­წო­ლი­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა მათ ხუშ­ტუ­რებ­ზე და­დის, მე კი ისევ ისე ვმუ­შა­ობ, სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, აქ­ტი­უ­რი ვარ. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მხო­ლოდ მუ­ცე­ლი მეზ­რდე­ბა.

- ზოგი დედა ბავ­შვის "აღ­ზრდას" მისი მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან­ვე იწყებს. ამ მხრივ, შენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის საქ­მე?

- გან­სა­კუთ­რე­ბულ რა­ღა­ცებს არ ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავი ავა­რი­დო. რაც ჩემი შვი­ლი ჩა­ი­სა­ხა, ხან სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ, ხან - ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ვარ. ერ­თა­დერ­თი, მე­ში­ნია, ამან პა­ტა­რა­ზე ზე­გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს - არ მინ­და, მსა­ხი­ო­ბი იყოს (იცი­ნის).

- ბავ­შვის­თვის სა­ხე­ლი ხომ არ შე­გირ­ჩე­ვია?

- სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ორ­ჭო­ფო­ბა გვაქვს - ვერა და ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. გარ­კვე­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი გვაქვს. ალ­ბათ, სა­ნამ არ და­ი­ბა­დე­ბა, მა­ინც ვერ მო­ვი­ფიქ­რებთ.

 "39 წლის ვარ და მხოლოდ საბავშვო კრემს ვიყენებ... არც ბოტოქსი და არც სხვა რამე ინექცია არ გამიკეთებია, გენეტიკას ვუმადლოდე?" - ნინო მუმლაძე პირადი ცხოვრებისა და ცხოვრების წესის შესახებ 

- მე­უღ­ლის გო­გო­ნამ თუ იცის, რომ ძა­მი­კო ეყო­ლე­ბა? რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა - 4 წლის გახ­ლავთ. ვუ­თხა­რით, მაგ­რამ მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა. ერთი ის თქვა, - ტკბი­ლე­ულს ვაჭ­მე­ვო. რად­გან კონ­კრე­ტუ­ლად ის ტკბი­ლე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს, ეტყო­ბა, მის­თვის ეს ამ­ბა­ვი მი­სა­ღე­ბია (იცი­ნის).

- ოჯა­ხურ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი - შინ საქ­მე რო­გორ გაქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

- ახ­ლა­ხან ცალ­კე გა­და­ვე­დით. მე­უღ­ლე ხელს მი­წყობს, რად­გან მუ­შა­ო­ბის მერე, რო­გორც წესი, შინ დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი - რა თქმა უნდა, იმ­დე­ნი ენერ­გია აღარ მაქვს, რამ­დე­ნიც ორ­სუ­ლო­ბამ­დე მქონ­და. როცა მე­უღ­ლე ხე­დავს, რომ დაღ­ლი­ლი ვარ, ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში საკ­მა­ოდ მეხ­მა­რე­ბა. თა­ვა­დაც არ სცა­ლია - მუ­შა­ობს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობს ხელს. ხან­და­ხან დედა და დე­ი­დაც მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს და ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­მი­წყონ ხელი, რომ რამე არ გა­მირ­თულ­დეს... პრინ­ციპ­ში, ჩვე­ნი ცოლ­ქმრო­ბა ჩვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა. მგო­ნი, ჯერ კი­დევ ერ­თად ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეი­ფო­რია გვაქვს - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- მე­უღ­ლე რო­მან­ტი­კუ­ლია?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად, კი. პო­ე­ზია, სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა უყ­ვარს. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ვერ ვი­ტყვი, რომ და­გეგ­მი­ლად რა­ღა­ცებს აკე­თებს, მაგ­რამ იმპრო­ვი­ზა­ცი­ით სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა სჩ­ვე­ვია, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა.

წაიკითხეთ სრულად