ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა. ცნობილია ასევე მისი მეუღლე, პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძეც.
ნინო ბალეტით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. მისი კარიერა არაერთ დიდ თუ მცირე წარმატებას ითვლის. 1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება. 1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“. 2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.
ნინო ანანიაშვილი და გრიგოლ ვაშაძე
ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს.
"დედის ასლია" - ვინ არის და რას საქმიანობს ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ქალიშვილი, რომელიც უკვე სტუდენტია
გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს ორი შვილი, ნოდარი და ელენე. ელენე ნინოსა და გრიგოლის საერთო შვილია.
გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის ქონება
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ დეკლარაცია 2024 წლის 29 თებერვალს შეავსო.
უკანასკნელი ინფორმაციით, ვაშაძისა და მისი მეუღლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სახელზე შემდეგი სახის ქონება ფიქსირდება:
გრიგოლ ვაშაძე - 2007 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში; მსუბუქი ავტომობილი Mazda cx 5, რომელიც მან 2023 წელს 637 367 ლარად შეიძინა. რაც შეეხება სანაბკო ანგარიშს, ვაშაძის „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1705 ლარი უფიქსირდება.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს პარლამენტის აპარატიდან მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 41 799 ლარი იყო.
ნინო ანანიაშვილი - მის სახელზეა 30 000 ლარად 2018 წელს აშენებული 1177 კვ. მ. ფართობის სახლი; 2014 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში 3 810 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეძენილი 49 000 დოლარად; 2006 წელს, თელავის სოფელ წინანდალში 2030 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 000 დოლარად და ამავე სოფელში 2007 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი 1 401 კვ.მ. 1 200 დოლარად.
ნინო ანანიაშვილი ასევე ფლობს ავტომობილებს - Toyota Land Cruiser 100-ს, რომელიც მან 2005 წელს 55 000 დოლარად შეიძინა და Toyota Camry 2019-ს, რომელიც მან 2022 წელს 25 000 დოლარად იყიდა.
წაიკითხეთ სრულად