საიტის აქტიურ მომხმარებელს, ალბათ, გეცოდინებათ იმ ორი პროექტის შესახებ, რომელიც მარაო.გე-ზე განხორციელდა. ხოლო ვისაც ამის შესახებ პირველად გესმით, ორი სიტყვით აგიხსნით საქმის ვითარებას...
იხილეთ ვიდეო
- პირველი პროექტი, სახელწოდებით - "გათხოვილის დღიურები" გასული წლის 23 მაისს დაიწყო და ყოველ ორშაბათსა და პარასკევს ეპიზოდების სახით იდებოდა საიტზე. ეს გახლავთ ნოველა - ფიქტიური პერსონაჟის, გათხოვილი ქალის ჩანაწერები, რომელიც ბლოგის, დღიურის სახით იყო წარმოდგენილი; ქრონოლოგიურად მოთხრობილი მისი ცხოვრების ერთი გარკვეული პერიოდი.
ნოველის დასრულების შემდეგ, მკითხველის თხოვნით, მეორე პროექტი დავიწყე: - დეტექტიური რომანი, სახელწოდებით - "ოცდამეხუთეს ეფექტი", რომელიც დღიურების მსგავსად, კვლავ ორშაბათს და პარასკევს იდებოდა და ასევე რეალურ დროში იწერებოდა.
"თამაში", - ასე დავარქვი ჩემს მესამე პროექტს, რომელიც სათავგადასავლო და კომედიური ჟანრის ნაზავს წარმოადგენს. ამჯერად ჩაფიქრებული მაქვს მკითხველის ჩართვა "თამაშში". წინასწარ მიჭირს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რადგან არ ვიცი, საბოლოოდ როგორ განვავითარებ პირვანდელ იდეას.
"თამაშის" შინაარსი კი დაახლოებით ასეთია:
- სამი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული გოგონა უცნაურ თამაშში ჩაებმება, სადაც მათ გარკვეული დავალებების შესრულება და სხვადასხვა (ყოფითი) სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოუწევთ. ნელ-ნელა ისინი გააცნობიერებენ, რომ ეს "თამაში" სახიფათო სახეს იღებს. მოთხრობის სამივე მთავარი გმირი ერთიანდება, რომ მოძებნონ თამაშის ინიციატორი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას..."
მაშ, ასე! - ყველას, ვისაც კითხვა და თამაში გიყვართ, არ გამოტოვოთ ახალი პროექტი, რომელიც სულ მალე დაიწყება... ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო არატრადიციულად - უკვე ოთხშაბათსაც, - www.marao.ge -ზე თქვენ "თამაში" გელით...
თეა ინასარიძე