ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ვინ არის ილია თოფურიას შეყვარებული?
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, Future and Energy ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში."ინსტაგრამზე", სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
ძმამ უმცროს დას ქორწილში თაიგული არ დააჭერინა, ვიდეომ კი ინტერნეტი მოიცვა - ვინ არიან და-ძმა ვიბლიანები, რომლებიც ერთ დღეში მთელმა საქართველომ გაიცნო
ილია თოფურია მამობის, შვილისა და ოჯახის შესახებ: "ჩემი შვილი მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული.... ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით”
- ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.
მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.
ამჯერად ჯორჯინა "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ის საქართველოში იმყოფებოდა:
"რა დიდი გამოცდილება იყო! ძლიერი, პატივმოყვარე, კეთილი და ღვთისმოშიში ხალხი, მდიდარი კულტურა და გემრიელი საკვები. დიდი მადლობა" - წერს ჯორჯინა.