წლებია, რაც უცხოეთში ვარსკვლავებს შორის მუდმივი შეჯიბრებაა, თუ ვის ეყოლება ყველაზე მეტი გამომწერი, ვინ გახდება "ინსტაგრამის" ვარსკვლავი. მონაცემები ძალიან ხშირად იცვლება, მაგალითად, ერთი პატარა შეცდომის გამოც კი შეიძლება ცნობილ სახეს ერთ საათში უამრავი გამომწერი გამოაკლდეს.
ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, "ინსტაგრამის" ვარსკვლავების მსოფლიო ხუთეული ასე გამოიყურება:
- კრიშტიანუ რონალდუ — 624 მილიონი გამომწერი
- ლიონელ მესი — 500 მილიონი გამომწერი
- სელენა გომესი — 429 მილიონი გამომწერი
- კაილი ჯენერი — 400 მილიონი გამომწერი
- დუეინ ჯონსონი — 397 მილიონი გამომწერი
ახლა გადავხედოთ, რა ხდება ქართულ ბაზარზე, რომელი ცნობილი სახეები ლიდერობენ გამომწერებით. წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ქართველ ქალს, რომლებსაც "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ და ისინი არ არიან მხოლოდ "ინფლუენსერები", არამედ სხვადასხვა პროფესიის - მომღერალი, მსახიობი, დიზაინერი, ტელეწამყვანი.
აქვე გეტყვით, რომ "ინსტაგრამის" ლიდერი, 4.3 მილიონი გამომწერით, ცნობილი მოდელი მარიამ შუკაკიძეა. ის საკუთარი "ფოლოვერების" რიცხვით ხვიჩა კვარაცხელიასაც კი უსწრებს.
ცნობილი ქართველებიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, "ინსტაგრამზე" 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი, ასევე, 1.2 მილიონი გამომწერით ლიდერობს.
"ინსტაგრამზე" გამომწერების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია რუსკა მაყაშვილი. მსახიობს 501 ათასი გამომწერი ჰყავს.
მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გაიცნო, "ინსტაგრამზე" 493 ათას ფოლოვერს ითვლის.
ნახეთ სრულად