როგორ გაიგოთ, რომ თქვენით მანიპულირებენ: მთავარი ნიშანი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს - Marao

როგორ გაიგოთ, რომ თქვენით მანიპულირებენ: მთავარი ნიშანი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს

2024-03-11 17:53:46+04:00

გამოკითხვების მიხედვით, ყოველი მეორე ქალი განიცდის ემოციურ ძალადობას. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მანიპულაციის ნიშნების ცოდნა - მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ იგი.

რას წარმოვიდგენთ, როდესაც გვესმის ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ? როგორც წესი, შეურაცხყოფა. მაგრამ ეს არც ისე მარტივია: ისინი, ვინც არაკეთილსინდისიერ ტაქტიკას მიმართავენ, ბევრად უფრო დახვეწილად იქცევიან. ძალიან ხშირად ძნელია მათი განზრახვების შემჩნევა. მაშინ, რა არის მანიპულირების ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, თითქმის უხილავი ნიშანი?

  • საკუთარ თავში ეჭვის შეტანა

ეს არის ყველაზე დახვეწილი ტექნიკა, რომელსაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. მაგალითად, შეყვარებული შეიძლება გამუდმებით გესაუბროთ ჭარბ წონაზე და თქვას, რომ კილოგრამები ამახინჯებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ადამიანმა, რომელიც მიმართავს ასეთ მანიპულირებას, როგორც წესი, კარგად იცის თქვენი შიშები და სარგებლობს ამით. 

 

  • მოგონებებით თამაში

ადამიანი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს თქვენს მოგონებებს და თქვენი რეაქციების ადეკვატურობას. თქვენ რეგულარულად გესმით მისგან "მე ეს არ მითქვამს" ან "თქვენ გადაჭარბებულად რეაგირებთ ამაზე, არ ღირს".

  • დანაშაულის გრძნობის დაკისრება

ადამიანს მუდმივად ახსოვს თქვენი ცუდი საქციელი, თუმცა დიდი დრო გავიდა, თქვენ არაერთხელ მოიხადეთ ბოდიში და სცადეთ ზიანის ანაზღაურება. მას სჭირდება დანაშაულის გრძნობა, რათა თავი ვალდებულად იგრძნო.