ბედნიერი ოჯახი და ზღაპრული დასვენება მზიან სანაპიროზე - ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილისა და დიზაინერ ნინა ზარქუას 19-წლიანი ქორწინება, ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები - Marao

ბედნიერი ოჯახი და ზღაპრული დასვენება მზიან სანაპიროზე - ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილისა და დიზაინერ ნინა ზარქუას 19-წლიანი ქორწინება, ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები

2024-03-12 12:07:43+04:00

დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.

"საუკეთესო მეგობრები 2009 წლიდან" - ბავშვობის მეგობრების რამდენიმეწლიანი დაპირისპირება, საერთო საქმე და საინტერესო ცხოვრება: უმშვენიერესი დიზაინერების, ნინა ზარქუასა და ანუკი არეშიძის ძველი ფოტოები 

ნინა ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი

ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დიზაინერის თქმით, ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა.

„რა ბედნიერი ოჯახი გაქვთ... ულამაზესი შვილები გყავთ“ - ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი და დიზაინერი ნინა ზარქუა ესპანეთში მოგზაურობენ 

ამჯერად ნინა და ალექსანდრე დუბაიში მოგზაურობენ, მეგობრებს კი მზიანი სანაპიროდან თუ ცათამბჯენებიდან უალამაზეს კადრებს უზიარებენ. 

ნინა ზარქუა და ანუკი არეშიძე 

ანუ­კი და ნინა ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს პო­დი­უმ­მა და­ა­კავ­ში­რა. ორი­ვემ პრო­ფე­სი­ად დი­ზა­ი­ნე­რო­ბა აირ­ჩია, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი არ­ჩე­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე გა­ა­კე­თეს. 

ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, აქ­ვეყ­ნებ­დნენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

"ულამაზესი ქართველი ქალები" - კადრები ნინა ზარქუას გლამურული წვეულებიდან 

2018 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათი მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ორი­ვეს არა­ერ­თხელ ჰკი­თხეს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რა გახ­და მი­ზე­ზი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დნენ,  მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა... ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლებ­დნენ მე­გობ­რო­ბას. ცოტა ხნის წინ კი ნინამ და ანუკიმ ურთიერთობა აღადგინეს და ერთად კვლავ დიდ დროს ატარებენ.