საქართველოს "ევროვიზია 2024"-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია Eurovision Georgia • 1tv.ge-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე
"ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო" - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
Video: ცეცხლოვანი ცეკვა და საოცარი შოუ - როგორ ემზადება ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს წარსადგენად
" რა იღბლიანი და ბედნიერი წელი იყო ეს, დიდი მადლობა ყველას" - რას წერს ნუცა ბუზალაძე საკუთარ დაბადების დღეზე: მომღერალი 27 წლის გახდა
ამჯერად მომღერალი "პირველი არხის" ეთერში საუბრობს:
- "ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ. მაგალითად, როცა ადამიანი ამბობს - ხვალ ამას გავაკეთებ - თუ არ გააკეთე, შენ უკვე შენი თავის მტერი ხარ. თუ სხვის წარმატებაზე ვიფიქრე, ჩემი თავისთვის დრო აღარ დამრჩება. ძალიან გამიმართლა, რომ გარშემო კარგი ადამიანები მყავს" - ამბობს ნუცა.
ნუცა ბუზალაძის ბიოგრაფია
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.