Associated Press-მა, Getty Images-მა, AFP-მ და Reuters-მა წაშალეს ქეით მიდლტონისა და მისი შვილების ახალი ფოტო, რომელიც დღეს დიდ ბრიტანეთში, დედის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. სასახლეში აცხადებენ, რომ ფოტო ამ კვირის დასაწყისში პრინცმა უილიამმა გადაიღო.
ფოტომ დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგან ეს ოპერაციის შემდეგ პრინცესას პირველი გამოჩენაა. მალე გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფოტოშოპი იყო გამოყენებული.
ქეითმა აღიარა, რომ მან დაარედაქტირა ფოტო და ბოდიში მოიხადა დაპირისპირებისთვის:
"ბევრი მოყვარული ფოტოგრაფის მსგავსად, მე ზოგჯერ ექსპერიმენტებს ვაკეთებ რედაქტირებაში, - თქვა მან. - მინდოდა ბოდიში მომეხადა ყოველგვარი დაბნეულობის გამო, რომელიც ჩვენ მიერ გუშინ გავრცელებულმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ ყველას ბედნიერი დღე გქონდათ." - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.
რატომ მოიკლა ქეით მიდლტონის პირადმა მედდამ თავი: უცნობი დეტალები უელსის პრინცესას შესახებ
ქეით მიდლტონის 73 ათასი დოლარის ღირებულების გარდერობი - რატომ გაანახევრა პრინცესამ ტანსაცმლის ბიუჯეტი
ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2024 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონმა მუცლის ოპერაცია გაიკეთა. პრინც უილიამის მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დეტალები არ გახმაურებულა. ამან ბევრი გააკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ მეფე ჩარლზ III-მ დაუყოვნებლივ გამოუცხადა თავისი დიაგნოზი საზოგადოებას.
ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #WhereIsKateMiddleton, რომელშიც უელსის პრინცესას თაყვანისმცემლები აზიარებენ თავიანთ თეორიებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ფიქრობენ, რომ სასახლე საგულდაგულოდ ცდილობს ქეითის შესახებ ინფორმაციის დამალვას.
ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ და The Independent-ს განუცხადა, რომ უელსის პრინცესა ამ ეტაპზე "თავს კარგად გრძნობს" და აგრძელებს გამოჯანმრთელებას. სასახლეში განაცხადეს, რომ მიდლტონი თავის მოვალეობებს აღდგომის დღესასწაულისთვის დაუბრუნდება.
ზოგადი სიტყვებისგან შემდგარმა განცხადებამ განსაკუთრებით არ დაამშვიდა ქეითის გულშემატკივრები... ინტერნეტში კვლავ ჩნდება თეორიები მისი "იდუმალი" ავადმყოფობის შესახებ.