ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.
პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან:
"ლეგენდა" - ლელა მებურიშვილი ჰიუ გრანტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ვიდეო: "ბევრი კარგი ამბავი გვჭირდება ახალ წელს" - ლელა მებურიშვილის შთამბეჭდავი საახალწლო ფოტოსესია
საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.
მეც და ჩემს მეუღლესაც ყოველთვის გვინდოდა საკუთარი შესაძლებლობების საზღვარგარეთ მოსინჯვა, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, რადგან არაფრით გვეთმობოდა აქ შექმნილი კარიერა, ახლობლები და მეგობრები. ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ყველაფერზე უარის თქმა და ცხოვრების თავიდან დაწყება. თუმცა, როცა მეუღლეს ბრიტანეთში მუშაობა შესთავაზეს, გავბედეთ და ლონდონში გავემგზავრეთ.
მართალია, ლონდონში ჩასულს ყველა დასვენებას მირჩევდა, მაგრამ მე მაინც მუშაობა მერჩივნა. ამიტომ ჩასვლისთანავე უამრავი წერილი გავგზავნე სხვადასხვა სააგენტოში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა, როცა პირველ საღამოსვე მივიღე პასუხი. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბრიტანეთში ჩასულს ცოტა საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და უამრავი საინტერესო შეთავაზება მივიღე, თუმცა საბოლოოდ მაინც მცირე სააგენტო ავირჩიე. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედია გამიმართლებს და ბრიტანეთშიც შევძლებ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ აქ მარტივია პოპულარობა“ - ამბობდა ლელა მებურიშვილი.
ამჯერად მსახიობი ახალ ფოტოებს გვიზიარებს: "საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა! 40 წლის ასაკში ყველაფერი მხოლოდ იწყება და ეს ფაქტი მიყვარს! ყველაზე საინტერესო ახლა იწყება" - წერს ლელა და ფოტოებს მაკიაჟის გარეშე აქვეყნებს.