"ორწელიწად-ნახევარია, აქ ვცხოვრობთ და ამერიკის ძალიან მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს თავის სამშობლოში, მაგრამ რადგან არ მოგვეცა ამის საშუალება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა.
ჩვენ აქ ჩამოვედით ორი არასრულწლოვანი ბავშვით. დანიელი აქ გახდა ერთი წლის. ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდი იყო, ბევრი რამ არ მუშაობდა. ამას დაემატა ენის ბარიერიც, რადგან ინგლისური მშობლიურივით არამცთუ მაშინ, არამედ ახლაც არ ვიცი; პლუს კულტურული ბარიერი და ყოველდღიური დეტალები. შვილები გყავს, ბაღია, სკოლაა და იმდენი რამეა, რაც არ იცი, მუდმივად კითხვებს სვამ. გამიმართლა, რომ ძალიან გულისხმიერი მეგობრები შევიძინე, ძალიან დამეხმარნენ ამ პროცესში.
არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ თუ ამას ვინმე წაიკითხავს, ვისაც გარკვეული გეგმები აქვს, არ მინდა, ილუზორული შთაბეჭდილება შევუქმნა და ვთქვა, რომ რადგან ქვეყანა მაგარია, ეკონომიკა დალაგებული და ასე შემდეგ, აქ ხელგაშლილი გელოდებიან და ყველაფერი მარტივად გამოდის…“ - თქვა ანნა იმედაშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.
ანნა იმედაშვილი ქართველი რეჟისორისა და პროდიუსერის, დავით იმედაშვილის მეუღლეა. დათოს ცნობილი ნამუშევრებია „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.
დავით იმედაშვილი დაიბადა თბილისში, 1979 წლის 23 აპრილს. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.
წითელი ვარდების თაიგული და რომანტიკული კადრები - რა ფოტოები გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ სიყვარულის დღეს
"ბიჭი ჯობია თუ გოგო?" - ნანიკო ხაზარაძე ყოფილ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
კარიერა. პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.
2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.
დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. რეჟისორის მეუღლეა ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი. ანნა და დავით იმედაშვილები ამ ეტაპზე ამერიკაში ცხოვრობენ და იქ საქმიანობენ. ოჯახურ კადრებს კი სოციალურ ქსელშიც აზიარებენ.
ვალენტინობას სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა სახემ გამოაქვეყნა მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტო-ვიდეო. ისინი საყვარელ ადამიანებს საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ სიყვარულში და არაერთი ლამაზი საჩუქარიც მიიღეს:
სხვა წყვილებს არც დავითი და ანნა ჩამორჩნენ და სოციალურ ქსელში სიყვარულის დღე განსხვავებულად მიულოცეს ერთმანეთს:
