რეტინოლი უნივერსალური აქტიური ინგრედიენტია, რომელიც ეფექტურად უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას, გამონაყარსა და კომედონებს, ასევე, სწრაფი ექსფოლიაციისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე აახლებს და აახალგაზრდავებს კანს.
C ვიტამინის უმთავრესი დანიშნულება კი კანის ფერის გათანაბრებაა, ამასთან, მას, რეტინოლის მსგავსად, ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, თუმცა მისი უმთავრესი დანიშნულება მაინც კანის ამონათებაა.
თითოეული ინგრედიენტის სწორად შედგენილი ფორმულა კანის კონკრეტული პრობლემის დაძლევასა და პრევენციაშიც გვეხმარება, თუმცა, მთავარია, ისინი სწორად ჩავსვათ თავის მოვლის რუტინაში, რომ უკურეაქცია არ მივიღოთ.
რეტინოლი რეტინოიდების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც A ვიტამინისგან მიიღება. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ინგრედიენტი აკნეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ 1971 წელს დაამტკიცა, თუმცა თავის მოვლის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პოპულარობა მან დაახლოებით ბოლო ათწლეულია მოიპოვა.
ამის მიზეზი კი ინდუსტრიაში მეტი გამჭვირვალობის შეტანა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდაა. პროდუქტის შეძენისას უკვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის შემადგენლობას, ვეცნობით კონკრეტულ ინგრედიენტებს და არჩევანს მხოლოდ იმის გამო აღარ ვაკეთებთ, რომ შეფუთვაზე „დაბერების საწინააღმდეგო“ თუ „აკნეს საწინააღმდეგო“ წერია.
რეტინოლი ეპიდერმისიდან (კანის გარეთა ფენა) აღწევს დერმისში (შუა ფენა) და ებრძვის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ეს უკანასკნელი კი კანს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. შედეგად, შემცირებულია წვრილი ხაზების, ლაქებისა და ნაწიბურების ხილვადობა და კომედონების რაოდენობა, ვიწროვდება ფორები და მკვეთრად მცირდება გამონაყარის წარმოქმნის შანსი.
იმისათვის, რომ რეტინოლისგან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, აუცილებელია, ეტაპობრივად შევიტანოთ ჩვენს თავის მოვლის რუტინაში და ყოველდღიურად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება მინიმუმ SPF30-ით.
რეტინოლს თავდაპირველად ახასიათებს ე.წ კანის წმენდის ფაზა, რაც შეიძლება 4-6 კვირაც გაგრძელდეს. მისგან საუკეთესო შედეგს საშუალოდ 4-6 თვეში მიიღებთ.
თუ C ვიტამინი კანს გვიშრობს, ნაოჭები და ლაქები უფრო ხილვადი გახდა და უკვე გამონაყარიც გვაწუხებს, მაშინ შესაძლოა, ის არასწორად გვაქვს ინტეგრირებული თავის მოვლის რუტინაში. სწორედ ამიტომ განვიხილოთ, როგორ მუშაობს ინგრედიენტი და ვისთვის არის ის განკუთვნილი:
ინგრედიენტი ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აფერმკრთალებს მზის სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილ ლაქებს, ათანაბრებს კანის ფერს და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებთან საბრძოლველად რეტინოლს უფრო მაღალი რეპუტაცია აქვს, C ვიტამინიც კანის მოვლის ენთუზიასტებისა და დერმატოლოგების ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია. მას კოსმეტიკაში ორი ფორმით გამოიყენება: ასკორბინის მჟავა და სუფთა C ვიტამინი (ან ასკორბინის გლუკოზიდი).
Martiderm-ის C ვიტამინის საცხი
როგორც სხვა ძლიერმოქმედი აქტიური ინგრედიენტის, ისე C ვიტამინის თავის მოვლის რუტინაში ჩართვაც ეტაპობრივად არის რეკომენდებული.
Esthederm-ის C ვიტამინის სახის კრემი
ნებისმიერი სასწაულმოქმედი პროდუქტისგან შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, თუ ზედმეტად ხშირად მოვიხმართ მას. ამიტომაც ზომიერების დაცვა და საკუთარი სხეულის მოსმენა საუკეთესო გამოსავალია.
როგორც რეტინოლი, ისე C ვიტამინი საჭიროებს შეჩვევასა და სისტემურობის დაცვას. ინგრედიენტების ხშირად და დიდი რაოდენობით გამოყენებისგან შეიძლება კანი გადაიღალოს, ვერ მოასწროს აღდგენა, გამოშრეს და შედეგად გამონაყარი, გაფართოებული ფორები და ლაქები მივიღოთ. აღნიშნული პრობლემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ განსაკუთრებით ისინი, ვინც ლაქებსა და აკნეს ებრძვის.
ზოგიერთ ფორმულაში ეს ორი ინგრედიენტი ერთდროულადაც გვხვდება, თუმცა დაბალანსებული რაოდენობით. ამ შემთხვევაშიც, მისი ეფექტი ინდივიდუალურია და მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა შევაჩვიოთ კანი მათ.
დერმატოლოგთა უმეტესობა გვირჩევს, აქტიური ინგრედიენტები თავის მოვლის რუტინაში ცალ-ცალკე ჩავრთოთ, განსაკუთრებით, თუ მაღალი კონცენტრაციით ვიყენებთ. ამასთან, აუცილებელია, ორივე მათგანი სახის დაბანის შემდეგ, გამშრალ კანზე დავიტანოთ, დაველოდოთ ბოლომდე შეწოვას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ რუტინის შემდეგ საფეხურზე.
თუ რეტინოლის გამოყენება უფრო მეტად ღამით არის რეკომენდებული (თუმცაღა მზისგან დამცავი საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ხანდახან მას დილის რუტინაშიც ვრთავთ ხოლმე), C ვიტამინი მაქსიმალურ შედეგს დღის რუტინაში მოგვცემს.
თუ ორივეს ერთდროულად გამოყენებას გადავწყვეტთ, შემდეგი წესები უნდა დავიცვათ:
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირაში ამინდი მკვეთრად შეიცვლება და კანის მოვლის რუტინის განახლებაც მოგვიწევს. თბილ ამინდში დიდი რაოდენობით პროდუქტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რათა კანი არ გადაიტვირთოს და გამონაყარმა არ იჩინოს თავი.
R