მომღერალ ბესო კალანდაძის პირადი ამბები ბოლო პერიოდში ლამის მთელი საქართველოს სამსჯავროზე იყო გამოტანილი - მისი ყოფილი მეუღლე ციცინო შურღაია მასზე ხშირად საუბრობდა მედიის საშუალებით, საქმე სასამართლომდეც მივიდა და დიდი ზიანიც მიადგა მომღერლის ავტორიტეტს.
თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ბესო კალანდაძე თავის მეუღლეს - მედეა ვარდიაშვილს შეურიგდა რა ხანია, ურთიერთობები დაალაგეს და ჰარმონიულად ცხოვრობენ.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. ისინი უკვე ზრდასრულები არიან - ქალ-ვაჟი.
- ამჯერად ბესო კალანდაძე გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებს“ სტუმრობდა. მომღერალმა თავისი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
„მიხარია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მედეა ძალიან ძლიერი ქალი აღმოჩნდა, როცა მჭირდებოდა, კაცურად დამიდგა გვერდში. შეეძლო და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩემი ციხეში ყოფნის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც სალი კლდესავით იდგა და მხარი დამიჭირა.
"ჩვენი ავტოპორტრეტი" - მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის შთამბეჭდავი კადრები
"ყველა ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს თავის სამშობლოში, მაგრამ რადგან არ მოგვეცა ამის საშუალება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა" - ანნა იმედაშვილი, როგორც ემიგრანტი, მეუღლესა და შვილებთან ერთად
35 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდით. 1989 წელს ერთად ვიყავით ისრაელში გასტროლებზე. ის მოცეკვავე ანსამბლში იყო, მე, ირმა სოხაძე, მისი მეუღლე და თამუნა ამონაშვილი კი კვარტეტი ვიყავით. მაშინ მოხდა ჩემი და მედეას დაახლოება. წელიწად-ნახევარში დავქორწინდით. დაოჯახების შემდეგ მან ცეკვას თავი დაანება. ის ასევე ყოფილი კალათბურთელია, ახალგაზრდობაში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო“. – ამბობს ბესო კალანდაძე.
ბესო კალანდაძის ბიოგრაფია
დაიბადა 1956 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში". 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობისთვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.
„ვია 75“-ის დაშლის შემდეგ ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.
ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით. რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.