"ქალების ძალა" - ქანიე უესტის ყოფილი და ახლანდელი ცოლები კანიეს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ - Marao

"ქალების ძალა" - ქანიე უესტის ყოფილი და ახლანდელი ცოლები კანიეს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

2024-03-14 12:18:37+04:00

რე­პერ ქა­ნიე უეს­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად მისი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი ცო­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ - სან-ფრან­ცის­კო­ში კიმ კარ­და­ში­ა­ნი და ბი­ან­კა ცენ­სო­რი ერ­თად და­ეს­წრნენ კონ­ცერტს, სა­დაც ქა­ნი­ემ ახა­ლი ალ­ბო­მი წა­რად­გი­ნა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეოკად­რე­ბი, სა­დაც კიმ კარ­და­ში­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი და მო­წყე­ნი­ლი ჩან­და. მარ­თა­ლია, კიმი და ბი­ან­კა კონ­ცერ­ტზე გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი სუ­ლაც არ ჰგავ­დნენ მე­გობ­რებს და უფრო მე­ტიც, ისე ჩან­და, რომ სურ­დათ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლიყო ყვე­ლა­ფე­რი. 

კიმ კარდაშიანის 10 წლის ქალიშვილი მდიდრულ სპას იღებს და "დისნეილენდში" ერთობა - როგორია ნორთ უესტის საოცნებო ცხოვრება 

კიმი და ქა­ნიე და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მათ ოთხი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. ისი­ნი ერ­თად აგ­ვა­რე­ბენ შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­კითხს და ბავ­შვებ­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბი­ან ერ­თად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ნი­ე­სა და კი­მის შვი­ლე­ბი ამ კონ­ცერტსაც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ნი­ეს კარ­და­ში­ან­მა მოს­თხო­ვა, რომ ბი­ან­კა მის შვი­ლებ­თან ჩვე­უ­ლი სტი­ლით, ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი არ მი­სუ­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ან­კა ცენ­სორს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ დი­დია - რე­პე­რი­სა და ავ­სტრა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო დროს ტაბ­ლო­ი­დე­ბის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა.

კანიე უესტის შეყვარებულის ყველაზე უცნაური ჩაცმულობა - რატომ დადის ბიანკა ცენსორი ნახევრად შიშველი 

ეჭ­ვო­ბენ, რომ რე­პე­რი ქალ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობს. ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ან­კა უჩ­ვე­უ­ლოდ სწო­რედ ქა­ნი­ეს მო­თხოვ­ნის გამო იც­ვამს. თვი­თონ ბი­ან­კას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია. ქალი სა­ჯა­როდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­დროს სა­უბ­რობს.

დაათვალიერეთ პაპარაცული ფოტოები 

ქანიე უესტი 

ქანიე ომარი უესტი ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და დიზაინერია. პოპულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში და გახდა ცნობილი, როგორც Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ-კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი, GOOD Music დააარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და Auto-Tune-ის ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration (2005), Graduation (2007) და 808s & Heartbreak (2008). მისმა მე-5 და მე-6 ალბომებმა: My Beautiful Dark Twisted Fantasy-მ (2010) და Yeezus-მა (2013) ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. უესტმა სხვადასხვა მუსიკალური სტილის გამოყენება მის შემდგომ 2 ალბომში, The Life of Pablo-ში (2016) და Jesus Is King-ში (2019) დაიწყო. მისმა მე-10 ალბომმა Donda-მ ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. უესტის დისკოგრაფიაში ასევე შედის 2 კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch The Throne (2011) ჯეი-ზისთან ერთად და Kids See Ghosts (2018) Kid Cudi-სთან ერთად.

"არის ღამეები, რომ ძილის წინ დაღლილობისგან ვტირი" - კიმ კარდაშიანმა დედობის სირთულეებზე ისაუბრა 

უესტი, რომელმაც 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, 100 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური შემსრულებლის სიაში შედის. მას მიღებული აქვს "გრემის" 90-ზე მეტი ნომინაცია. აქედან მან 22-ში გაიმარჯვა, რაც რეპერებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მას ასევე მოგებული აქვს ბილბორდის Artist Achievment Award, BRIT Awards, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი და მაიკლ ჯექსონის სახელობის Video Vanguard Award. კანიეს 6 ალბომი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მოხვდა. ამავე ჟურნალმა ის ყველა დროის 100 საუკეთესო ავტორის სიაში შეიყვანა. 2005-დან 2015-მდე ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შედიოდა.

დაიბადა 1977 წლის 8 ივნისს ქალაქ ატლანტაში (ჯორჯია). კანიეს მშობლები ერთმანეთს უესტის დაბადებიდან 3 წლის შემდეგ დაშორდნენ, რის შემდეგაც უესტი დედამისთან ერთად საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა.