ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.
"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა.
„ნინას მშობიარობის შემდეგ ოდნავ დისკომფორტი მქონდა. იკუნას მერე ისეთი რთული მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, მართლა მესმის ყველა თქვენგანის ფიქრებიც და შფოთვები და ა.შ. უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად გაივლის და ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ, ჩაირთვები და იქნები შენ“, – ამბობს ნანუკა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ბავშვის გაჩენას, ნანუკა ამბობს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და თუ ამის საშუალება ექნება, აუცილებლად გააჩენს.
„მე რომ ცოტა უფრო პატარა ასაკში დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. ახლა, როცა 2 საკეისრო გავიკეთე და ამ საკეისროებს შორის შუალედი ცოტა გავაკეთე, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ბიოლოგიური აღდგენისთვის საჭიროა, რომ დრო გავიდეს. არ ვიცი... ყველაფერი ღვთის ნებაა, მე არაფერს ვამბობ. თუ უფლის ნება იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ, რა თქმა უნდა“, – ამბობს ნანუკა გულუა.