ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვი დაქორწინდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას მათ თავად გაუმხილეს. ნინო ჩოგოვაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინეს.
"უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო..." - ცნობილი გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი 31 დეკემბერს ლას-ვეგასში დაქორწინდნენ
"ძალიან საინტერესო ახალი წელი გავატარეთ მე და საშამ ამერიკაში, საშამ გადაწყვიტა ასე და იყო ძალიან საინტერესო.
ახალი წლის პერიოდი მოგვიწია ლას ვეგასში ყოფნა, საოცარი ფეიერვერკი იყო, იქ მართლა საოცარი ახალი წელია, შადრევნები, ფეიერვერკი. გვეგონა, რომ ჩვენ გვილოცავდნენ.
უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო, გადავწყვიტეთ, რომ გვექორწინა" - ამბობდა ნინო.
- ამჯერად ის ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრობდა, სადაც პირველად ისაუბრა წარსულზე და 50 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე.
"ამ ასაკში გინდა, რომ საკუთარ თავთან მარტო იყო, თავისუფლებაზე ფიქრობ. მარტო ძილი მირჩევნია... თურმე არ არის ასე. ეს ხდება იქამდე, სანამ არ შეხვდები ადამიანს, რომლის გარეშეც არ შეგიძლია. ეს თავისთავად ხდება. ვთვლი, რომ გვიან ასაკში, გააზრებული და ნამდვილი სიყვარულია, როდესაც გაუცნობიერებლად არ დგამ ნაბიჯს, ყველაფერი გაქვს, არ გაკლია არაფერი, ცნობადობა, ტელევიზია და ამ დროს ხვდები, რომ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, რომელზეც ყოველ წუთს ფიქრობ და მასთან გინდა. საშა ამბობს, რომ ჩვენ საერთო ნერვული კავშირები გვაქვსო. ამას არ ვეძახი რომ გავთხოვდი, ვცხოვრობ ადამიანთან, რომელთანაც მინდა, რომ ვიყო ცხოვრების ბოლომდე.

ჩემთვის მამაკაცი, პარტნიორულ ურთიერთობაში არის ადამიანი, რომელმაც უნდა გაგანებივროს. როდესაც შეხვდები ასეთ ადამიანს, გეუბნება, არ ინერვიულო არაფერზე, დაიღალე, დაისვენე, აიღე შვებულება, შენ უნდა იყო ლამაზი დასვენებული, ხელს შეგიწყობ, რომ შენ არ დაიღალო. მე ვარ და ნუ გეშინია ნურაფრის. როდესაც არ გეშინია, რომ ავად გახდე და სახლში დაწვე ერთი ხუთი დღე და როგორც ქართველები იტყვიან, ერთი ხუთი დღე გამოშუშდე.
საშა ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, სულ გვაქვს ერთმანეთის დეფიციტი, შეიძლება 72 საათი იყოს სამსახურში. თუ გვაქვს ფუფუნება რომ საღამოს ერთად ვივახშმოთ, ეს ბედნიერებაა. ასევე შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდივართ... ამ ასაკში უკვე პირობები აღარ არსებობს, უსიტყვოდ ხვდები, როდის უნდა ილაპარაკო, მხარზე თავი დაადო და გაჩუმდე" - ამბობს ნინო.