სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ვარ. ალბათ, ამიტომ დავიმსახურე ადამიანების სიყვარული, ასევე, ნდობა და კეთილგანწყობა. ახლა ისეთ ემოციებში ვარ, ვერც კი გადმოვცემ. ზუსტად ის აღტაცება დავინახე ხალხის მხრიდან, რასაც ველოდებოდი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კმაყოფილები იყოთ. ჩემი კეთილი გულით და ადამიანობით მივაღწიე ყველაფერს. მინდა, რომ ყველამ დედოფლად იგრძნოს თავი. სწორედ ეს მოხდება ჩემს სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრში. დიდი მტრობის და დაკნინების მიუხედავად, მე ვამაყობ ჩემი თავით, ჩემი მიღწევებით და სამომავლო გეგმებით, მყარად ვდგავარ ფეხზე და მივდივარ წინ", - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ახალ წამოწყებას მხარი დაუჭირა.
ამჯერად მარიამ შუკაკიძის ინტერვიუს shenisilamaze.ge გვთავაზობს:
– მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ – ვინ არის მარიამ შუკაკიძე?
– მარიამი არის უბრალო, საყვარელი გოგონა, რომელსაც უზომოდ კეთილი გული აქვს.
– სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული ხართ, როგორ მოქმედებს თქვენზე უცხო ადამიანებისგან გამოხატული ყურადღება?
– ძალიან მსიამოვნებს, როცა უცხო ხალხის თვალებში ჩემს მიმართ სიყვარულს ვხედავ! ყოველთვის დადებითს ვგრძნობ.
– რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე?
– კონკრეტულად ვერ ავხსნი, ყველას თავისებური ხედვა გვაქვს…
– რამდენადაც ვიცი, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა და რა განგასხვავებთ სილამაზის სხვა სალონებისაგან?
– ჩემი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი თითქმის 1 თვეა, რაც გაიხსნა, უკვე 100 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს, ასევე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი და რაც მთავარია, პროფესიონალთა უზარმაზარი გუნდი! გვაქვს საუკეთესო ტექნოლოგიური აპარატურა, უმაღლესი სერვისები და იდეალური სივრცე! აი, ამიტომაც ამბობს ყველა, რომ ის უკვე პირველია და განსაკუთრებული.
– თავად მონაწილეობთ რომელიმე პროცედურაში?
– არა, მხოლოდ მფლობელის პოზიციას ვითავსებ.
– მარიამ, როგორია თქვენი ერთი დღე?
– სამსახური/ გადაღებები/ ატელიე / ბაღიდან ბავშვების გამოყვანა, გასეირნება და შემდეგ უკვე სახლი, სადაც კიდევ ერთი პატარა გოგონა მელოდება, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის არის.
– უამრავი გამომწერი გყავთ, რომელთათვისაც მისაბაძი მაგალითი ხართ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება მათთვის თქვენი რჩევა, ყველაზე მეტად რას მიაქციონ ყურადღება იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ?
– პირველ რიგში ჯანმრთელობას, რადგან არაფერია მისი ფასი. ვიზუალი კი ინდივიდუალურია, როგორც კომფორტულად გრძნობთ თავს, ისე იყავით და სხვისი ნეგატიური აზრი, ყოველთვის დააიგნორეთ!
– რომელია თქვენი საყვარელი სუნამო?
– Montale, მიყვარს ტკბილი და სასიამოვნო არომატები.
– გაგვიზიარეთ თქვენთვის გამორჩეული თავის მოვლის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია…
– ვერ ვიტყვი, რომ თავს ვიკლავ რუტინებით. ერთი დამატენიანებელი მაქვს სახის, რასაც სისტემატურად ვხმარობ. რაც შეეხება ტანს – ჩემი საყვარელი პროცედურაა ენდოსფრო, რომელიც სასწაულად ხვეწს ფიგურას.
– სწორი კვებისა და ვარჯიშის როლი თქვენს ცხოვრებაში...
-ამჟამად არ ვვარჯიშობ და ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა, მაგრამ არ ვიმატებ წონაში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს საზღვრებს გასცდა! მოდი, სიურპრიზად დავტოვებ იმ საქმეს, რაც სულ ახლახან წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით არის.