ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია. შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო - ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე? ან წარმოიდგინეთ, რომ მუდამ ფუმფულა, გრძელი კაბები გაცვიათ და კორსეტის გამო სუნთქვა გიჭირთ. შანელი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა.
"12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამამ კი მიატოვა" - უცნობი ფაქტები მოდის ლეგენდის, კოკო შანელის შესახებ
„ისე არაფერი არ აბერებს ქალს, როგორც...“ - კოკო შანელის რჩევა ქალებს

1. შარვალი
შანელმა გადაწყვიტა, რომ ქალები უნდა სარგებლობდნენ ისეთივე თავისუფლებებით, როგორც მამაკაცები, და რომ შესაკრავი კორსეტები და კალთები ფიზიკურად აკავებდნენ მათ. "მე ქალებს თავისუფლების გრძნობა მივეცი", - ამბობდა დიზაინერი.
2. ელეგანტურობა
ელეგანტურობა . რა თქმა უნდა, ელეგანტურობა არსებობდა კოკო შანელამდე. მაგრამ არავის მეტი არ გაუკეთებია მისი განსაზღვრისთვის ისე, როგორც თავად შანელმა. "სიმარტივე არის ყველა ელეგანტურობის მთავარი ნიშანი", - ამბობდა ის.
3. პატარა შავი კაბა
კიდევ ერთი გენიალური გამოგონება, რომელიც მიეწერება კოკო შანელს. მან გამოაქვეყნა მოკლე შავი კაბის ფოტო 1926 წლის Vogue- ში და უწოდა "შანელის ფორდი", რადგან ის მარტივი და ხელმისაწვდომი იყო ყველა სოციალური კლასის ქალისთვის.
კოკო შანელი
გაბრიელ შანელმა სახელი "კოკო" კაბარეში სიმღერის წლებში შეიძინა. როდესაც იგი გაიგივდა ორ პოპულარულ სიმღერასთან "Ko Ko Ri Ko" და "Qui qu'a vu Coco". მოგვიანებით თვითონ ამბობდა, რომ ეს ზედმეტსახელი მამამ შეარქვა.
კოკო შანელმა აღაშფოთა მოდის სამყარო, როდესაც ვენეციაში შარვლით გამოჩნდა, ამბობდა, რომ ცხენზე კაბით ჯირითი საკმაოდ მოუხერხებელი იყო. არასდროს ეშინოდა რისკების და ამიტომაც, მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.
შექმნა ყველაზე ცნობილი სუნამო, Chanel No 5. სუნამო გაყიდვაში 1921 წელს გამოვიდა და ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როდესაც მერლინ მონროს ჰკითხეს, რა ეცვა საწოლში და მან უპასუხა: "შანელი No5-ის მხოლოდ რამდენიმე წვეთი.“
„სუნამო უხილავი, მაგრამ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია“ - ამბობდა დიზაინერი.
- როდესაც შანელი 12 წლის იყო, დედა ბრონქიტით გარდაიცვალა. მამამ მისი ორი ძმა ფერმაში სამუშაოდ გაგზავნა კოკო კი თავის სამ დასთან ერთად, აუბაზინის მონასტერში მიატოვა.