თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში.
"შენგან ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ... მე და შენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი" - მარიამ როინიშვილის გულახდილი ინტერვიუ შვილთან ერთად
"აღმოვაჩინე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი ქმრის პირველი ცოლი იყო" - რას წერს მარიამ ნადირაძე მარიამ როინიშვილის შესახებ
თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი
თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.
"მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება" - ამბობდა გია როინიშვილი.
"ფეთქებადი ვარ და არ მინდა, რომ ეს თვისება ჩემს შვილებს გამოჰყვეთ. მრცხვენია, რომ ცხოვრების რაღაც მონაკვეთის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობა სოციალურ ქსელს გადავაყოლე. ეს მონაკვეთი მინდა, რომ საერთოდ ამოვიღო ჩემი ცხოვრებიდან. საშინელი ტალღა წამოვიდა. შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ ადამიანებმა ასე არ უნდა გაიმეტონ ერთმანეთი. ვერ გამოვასწორებ ამ ადამიანებს. მივხვდი, რომ ჩემს შვილებს მოვაკლდი. გარდა იმისა, რომ ყურადღება მოვაკელი, დავძაბე ისინი. ახლა ვბრაზობ და მრცხვენია ჩემი შვილების" - ამბობდა თამრიკო.
- ამჯერად გია როინიშვილი „ნიკოლოზის კითხვებს“ პასუხობს.
გადაცემის გავრცელებულ ანონსში ის ცხოვრებისეულ შეცდომებსა და მეუღლესთან პაუზაზე საუბრობს.
ის ასევე იხსენებს მძიმე ავარიას, რომელშიც აღმოჩნდა: „მუხრუჭი დავარტყი, მერე სხვა მანქანას დავარტყი, სხვამ მე დამარტყა. გამოვიდნენ და მითხრეს, გია, თამრიკო გადარჩა და ბავშვი – ვნახოთ…“