ეკა დემეტრაძე დაიბადა 1986 წლის 19 იანვარს...2007 წელს ეკამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.
არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი უკვე 2013 წლიდან..ეკა ასევე თანამშრომლობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან და თავისუფალ თეატრთან... განსახიერებული აქვს ბევრი წარმატებული როლი თეატრში მაგრამ ეკატერინე დემეტრაძე ქართული მაყურებლისთვის ნაცნობ და საყვარელ სახედ მაინც "ჩემი ცოლის დაქალებმა" აქცია... "ნატაშკას" როლი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ეკა დემეტრაძის პირადი ცხოვრება
- ეკას პირველი მეუღლე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი იყო, რომელიც მაყურებელმა ასევე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილი, თომა ჰყავთ.
"ეკატერინე ჩემი კურსელი იყო. მისი ჯგუფის საკურსო სპექტაკლში ჩემი უახლოესი მეგობარი - გიორგი კალანდარიშვილი თამაშობდა. გიორგის სანახავად მისულმა ეკატერინე გავიცანი და მის მიმართ სიმპათია მაშინვე გამიჩნდა. მოგვიანებით ერთმანეთს შევხვდით. სიყვარულში მალე გამოვუტყდი და ოჯახიც მალევე შევქმენით.
"მე უმამოდ გავიზარდე. რვა წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა... მამის დანაკლისი მიგყვება მთელი ცხოვრება" - გიორგი ბოჭორიშვილის ორი ქორწინება, წარმატებული კარიერა და ცხოვრება
ეკა დემეტრაძე ''ხელოვნური სუნთქვის'' სავარაუდო დახურვაზე - ''მადლობა ამ ყველაფერში "დამნაშავე" თითოეულ ადამიანს''
როცა ცოლი შევირთე, ცხოვრების მთელ სიმძიმეს ვერ აღვიქვამდი, რაღაცებს ქარაფშუტულად ვუდგებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი იოლი არ იყო, როგორიც მეგონა. როცა ოჯახს ქმნი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ცოლთან სრულყოფილი ურთიერთობა გქონდეს, რომ შვილი სრულყოფილ ადამიანად აღზარდო, მატერიალურ პრობლემებს უნდა გაუმკლავდე... მე და ჩემმა ცოლმა ერთად რთული გზა გამოვიარეთ. რეპეტიციაზე რომ წავსულიყავით, უამრავი დაბრკოლების გადალახვა გვიწევდა. მაგალითად, ხან ისეთ ადამიანს ვერ ვპოულობდით, ვინც ბავშვს დაიტოვებდა, ხან - გზის ფული არ გვქონდა... ხშირად ვსვამდი - ხომ იცი, ქართველებს საქეიფოდ მიზეზი არ დაგველევა. თან, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალს ვერ უსწორებ, ცდილობ, დარდი ალკოჰოლის დახმარებით გაიქარვო. მოკლედ, ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მეუღლე ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა" - ამბობდა გიორგი ბოჭორიშვილი.
ეკა მალე საზოგადოებაში ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. გიორგი იგივე ტორნადო გაბუნია, როგორც მას საზოგადოება იცნობს, მუსიკოსია და "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" შექმნილ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" ვოკალისტი გახლავთ.
წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და მალევე საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.